სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, პიროვნება, ინტერვიუ

„მოსწავლეებს ჩვენგან სჭირდებათ მეგობრული ურთიერთობა, ემპათია და არა ინსტრუქციები“ - ნანა საბულუა, ფოთის N7 საჯარო სკოლის დირექტორი
07-10-2022
-
+


„მეშვიდელები“... - ასე უწოდებენ საკუთრ თავს გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებიცა და პედგოგებიც. ეს ერთგვარი სტატუსია, რომელიც საამაყოცა და იმავდროულად, თითოეულ მთგანს უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს. განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა ასეთი სკოლის დირექტორობა და ქალბატონი ნანა საბულუა უკვე არაერთი წელია პირნათლად ასრულებს საკუთარ პროფესიულ მოვალოებას.

ქალბატონმა ნანამ გვიამბო, რომ ფოთის N7 საჯარო სკოლა სამინისტროს მიერ შეთავაზებულ სიახლეებს სრული პასუხისმგებლობით მოეკიდა. ჭადრაკის სწავლებისთვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი ტერნინგით გადამზადდა ორი პედაგოგი, ისინი უკვე ასწავლიან პირველი კლასის მოსწავლეებს. რაც შეეხება პროექტებით სწავლებას, სკოლას უკვე აქვს გამოცდილება ამ კუთხით. „ჩვენს მოსწავლეებს მასწავლებლის ფასილიტატორობით უამრავი საინტერესო პროექტი აქვთ განხორციელებული და პროცესი წელსაც გაგრძელდება. ეს მიმართულება ძალიან საინტერესოა მათთვის, რადგან მეთოდი გულისხმობს კეთებით სწავლებას, რაც ეხმარება მოსწავლეებს, აქტიურად იყვნენ სწავლების პროცესში ჩართულნი. პროექტზე დაფუძნებული სწავლება ბევრად საინტერესო და სახალისო პროცესია, ვიდრე ტრადიციული, ლექციური ტიპის სწავლების მეთოდი“.

ამ ყველაფერთან ერთად, ქალბატონი ნანა etaloni.ge-ს არაერთ საინტერესო საკითხზე ესაუბრება, ინტერვიუს კი იმის განმარტებით იწყებას, თუ რითაა გამორჩეული ფოთის N7 საჯარო სკოლა.

- „მეშვიდელები“ გამორჩეულები არიან ერთიანობით, კრეატიულობით, მჭევრმეტყველებით,  ურთიერთთანადგომით.   როგორც მასწავლებლებს,  ასევე მოსწავლეებსაც შესწევთ იმის უნარი, რომ აზრი გამოთქვან თავისუფლად და დამაჯერებლად. არიან ინტერესიანები და სიახლეების  მაძიებლები, წარმატებებისთვის არ დაიშურებენ ენერგიას, აქვთ „მშობლიურობის“ განცდა და მუდამ ცდილობენ, რომ ეს განცდა სხვებშიაც დანერგონ.

ჩვენი პედაგოგები მოსწავლეთათვის ქმნიან თბილ გარემოს და ყოველ ახალ თანამშრომელსა თუ მოსწავლეს სკოლას  წარმოუჩენენ საუკეთესო კუთხით.  

მეამაყება, რომ სკოლას წლების განმავლობაში ჰყავს წარმატებული მოსწავლეები. 2021-2022 წელს  - სამი ოქროსმედალოსანი,  აქედან ორმა 100 %-იანი და 50% -იანი გრანტი მოიპოვა და ისინი წარმატებული უნივერსიტეტის სტუდენტები გახდნენ.

- თქვენი აზრით, რა არის წარმატებული სკოლის მთავარი ფაქტორი - კარგი დირექტორი, თუ კარგი პედაგოგიური საზოგადოება?

- წარმატებული სკოლის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი დაკისრებული მოვალეობის კუთხით პასუხისმგებლობების სწორად გადანაწილებაშია. აუცილებელია, კარგმა დირექტორმა  შექმნას იდეალური პირობები თანამშრომელთათვის, რათა მათ ოპტიმალურად გამოიყენონ საკუთარი პოტენციალი.

დირექტორმა უნდა უზრუნველყოს გააზრებულ ღირებულებებზე დაფუძნებული სასკოლო კულტურა, უსაფრთხო, ინკლუზიური და მიზანზე ორიენტირებული სასკოლო გარემოს შექმნა.

- როგორც ჩანს, თქვენც საკმაოდ დიდ პასუხისმგელობას აკისრებთ სკოლის დირექტორს... მოგწონთ ახალი სტანდარტი?

- დირექტორების ახალ სტანდარტში ზედმიწევნითაა გაწერილი სკოლაში დირექტორის როლი და ფუნქციები; დირექტორის, როგორც ლიდერის მახასიათებლები, კომპეტენციები, საქმიანობის მიმართულებები.

მომწონს, რომ დირექტორი უნდა ითვალისწინებლეს მართვის თანამედროვე მიდგომებს, მასწავლებლების უწყვეტი პროფესიული განვითარების საჭიროებას, ადგილობრივ კონტექსტს, არსებულ გამოწვევებს, სკოლის ძლიერ და სუსტ მხარეებს, შესაძლებლობებსა და საფრთხეებს, მოქმედ რეგულეციებს, განათლების პრინციპებს.

- სტანდარტი ერთ-ერთი წინაპირობაა დირექტორთა გამოცდების... თუ აპირებთ მონაწილეობას და ზოგადად, უნდა არსებობდეს თუ არა სკოლის ხელმძღვანელთა გამოცდები ისევე, როგორც ეს ეხებათ პედაგოგებს?

- რა თქმა უნდა, ვაპირებ სკოლის დირექტორის გამოცდაზე გასვლას, რადგან აუცილებელია ყველა დასაქმებულმა პირმა შეასრულოს სტანდარტის წინა პირობები.

- ქალბატონო ნანა, ზოგადად, რამდენად მნიშვნელოვანია, სკოლამ, დირექტორთან ერთად, ფეხი აუწყოს თანამედროვეობის მოთხოვნებს?

- მასწავლებელის პროფესია მუდამ მოითხოვს განვითარებას, რათა სკოლაში აღზარდოს მოსწავლე, რომელიც იქნება კონკურენტუნარიანი.

- და როგორ არეგულირებთ ურთიერთობას მოსწავლეებთან, განსაკუთრებით თინეიჯერებთან... თქვენი აზრით, არის თუ არა საჭირო სიმკაცრე?

- მოსწავლეებთან ურთიერთობა არ მიჭირს, რადგან თინეიჯერებს ემპათია სჭირდებათ, მეგობრული ურთიერთობა, გულახდილი საუბრები, იდეები და არა ინსტრუქციები.

მე მუდმივად ვადევნებ თვალყურს მათ ცხოვრებას, ვინტერესდები მათი შეხედულებებით და რაც მთვარია, ვიცავ ბალანსს კონტროლსა და დამოუკიდებლობას შორის.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მასწავლებელთა გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდებზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა 

79%-ზე მეტმა აბიტურიენტმა გააკეთა პირველადი არჩევანი სახელმწიფო უნივერსიტეტებზე

ყველაფერი, რაც მასწავლებელთა გამოცდაზე გასვლის მსურველებმა უნდა იცოდნენ და გაითვალისწინონ

„შუშანიკის წამება“ ქართულის გამოცდის მე-4 ვარიანტში - დეტალები

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

მოსწავლეებმა დაათვალიერეს დიდი საბავშვო მწერლის, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა 9 აპრილის შესახებ მოიძიეს ინფორმაცია და სასკოლო საზოგადოებას საპრეზენტაციო მასალით გააცნეს ამ დღის შინაარსობრივი დატვირთვა

მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას სკოლაში არაერთი აქტივობა მიეძღვნა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება