სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენო თვალხატულა აფხაზეთო, დიდო სადარდელო ჩვენო“- წყალტუბოს N1 სკოლაში სოხუმის დაცემის დღეს სპეციალური გაკვეთილი მიეძღვნა
27-09-2022
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღეს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა. 

მე-6ა კლასში ამ თარიღზე საუბარს სპეციალური გაკვეთილი - „ჩვენო თვალხატულა აფხაზეთო, დიდო სადარდელო ჩვენო“ დაეთმო. ის საგან ჩვენი საქართველოს მასწავლებელმა ფიქრია გიორხელიძემ ჩაატარა. პედაგოგი მოსწავლეებს აფხაზეთის ბუნებრივ-გეოგრაფიული და კულტურულ-ისტორიული თავისებურების შესახებ, power pont-ის გამოყენებით, ესაუბრა.

მოსწავლეებმა ინფორმაცია ეროვნული გმირების - ჟიული შარტავას, გურამ გაბისკირიას, ზურაბ იარაჯულისა და მამია ალასანიას შესახებ მოიძიეს. შემდეგ კი თანაკლასელებს გააცნეს. 

მათ ასევე, თემატური პოსტერები - „რა ვიცით აფხაზეთის შესახებ“; „რა არის ჩემთვის აფხაზეთი“; და „რას ვიტყოდი აფხაზეთში მცხოვრებ ბავშვებს“ - მოამზადეს. 

აფხაზეთის ომიდან 29 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ის 13 თვისა და 13 დღის განმავლობაში გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით - საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება