| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
სამოქალაქო განათლების კლუბის -„კიდევაც დაიზრდებიან" წევრებმა და დანარჩენმა მოსწავლეებმა სხვადასხვა საინტერესო აქტივობა გამართეს.
მოეწყო ესსეებისა და ნამუშევრების პრეზენტაცია. მოსწავლეებმა საინფორმაციო ფურცლები, მშვიდობის აუცილებლობის შესახებ, დაამზადეს და სასკოლო თემის წევრებს დაურიგეს. გარდა ამისა, შექმნეს თემატური პალკატები, კედლის გაზეთი და ნახატები.
დახატეს მშვიდობის აღმნიშვნელი სიმბოლო, შემდეგ გამოჭრეს მტრედები და მშვიდობის კუთხე მოაწვეს.
აქტივობა - „ჩვენ გვინდა მშვიდობა“, სკოლის ეზოში გაიმართა, მოსწავლეებმა მშვიდობის შესახებ ისაუბრეს და თავიანთი მოსაზრებები მკაფიოდ გამოთქვეს.
ბოლოს, მოუსმინეს ჰიმნს და მსოფლიოში მუდმივი მშვიდობის დასადგურების სურვილით, მტრედები გაუშვეს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში