სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩაოს საჯარო სკოლაში თანამედროვე ქართველ მწერლებს უმასპინძლეს
27-09-2022
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოს საჯარო სკოლის ისტორიაში კიდევ ერთი საამაყო ფურცელი დაიწერა. სკოლაში 
თანამედროვე ქართველ მწერლებს უმასპინძლეს. 

მაღალმთიან აჭარაში, მეათე საიუბილეო ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან" ჩატარდა. სწორედ აღნიშნული ღონისძიების გამო იმყოფებოდა 25 მწერალი აჭარაში. ისინი ჩაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ და საინტერესო დისკუსია გამართეს. 

შეხვედრა წიგნის წარდგენის, დისკუსიების, საჯარო კითხვებისა და ლექციების ფორმატში წარიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. 

მწერლებმა სკოლის ბიბლიოთეკას, საკუთარი ავტორობით გამოცემული წიგნები საჩუქრად გადასცეს. სტუმრებთან ერთად, ღონისძიებას ხულოელი პოეტი მიხეილ მგელაძე ესწრებოდა. 

ჩაოს საჯარო სკოლის დირექტორი იოსებ აბულაძე და პედაგოგიური კოლექტივი მწერლებსა და ფესტივალის ორგანიზატორებს მადლობას უხდიან. 

„ისტორიული და განუმეორებელი დღე, სოფელ ჩაოს, საჯარო სკოლის ისტორიაში.
გვინდა მადლობა გადავუხადოთ ამ პროექტის სულის ჩამდგმელს, ეროვნული საქმეების კეთებით გამორჩეულ, ბატონ ვახტანგ ბერიძეს!
ჩაოში მცხოვრები მოსახლეობისა და მშობლების სახელით მადლობა გვინდა გადავუხადოთ, თითოეულ მწერალს, სასტუმრო „შატო ჩაოს“ სტუმრებს.
მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩაოსა და ჩაოელებზე უზომოდ შეყვარებულ, ქველმოქმედს, ჩაოში დაწყებული თუ დასრულებული, ყველა კეთილი საქმის, იდეების ავტორს, ბატონ თამაზ მახარაძესა და ქალბატონ ხათუნა ცეცხლაძეს!
მადლობა ყველას, ამ ბედნიერი, დაუვიწყარი, შთამბეჭდავი დღის, ლამაზი ემოციებისთვის“,- აღნიშნულია სკოლის წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება