სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N143 სკოლამ ახალი სასწავლო წელი, მოწესრიგებულ საგანმანათლებლო გარემოში, სასიამოვნო სიახლეებით დაიწყო
16-09-2022
-
+


თბილისის N143 საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი სრულად ფიზიკურ გარემოში დაიწყო.

სკოლაში 1350 მოსწავლე სწავლობს და სასწავლო პროცესი ორ ცვლაში დაიწყო. თითოეული მოსწავლე წიგნებითა და რვეულებით სრულად არის უზრუნველყოფილი. 125-მა პირველკლასელმა და მათმა დამრიგებლებმა კი პორტაბელური კომპიუტერები მიიღეს.

განათლების და მეცნიერების მინისტრის ინიციატივით 2022-2023 სასწავლო წლიდან სკოლაში - „საქართველოს ისტორია“ დამოუკიდებელ საგნად შეისწავლება, მე-10 კლასში ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოთი. ასევე მინისტრის ინიციატივით, მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში, სავალდებულო საგნად ისწავლიან. ამ მიზნით სკოლის პედაგოგი გადამზადდა და შესაბამისი სასწავლო რესურსი მომზადდა, რომელიც სასკოლო ბუკშია ჩატვირთული.

ასევე სკოლაში, „თავდაცვა და უსაფრთხოების“ საპილოტე პროექტი გასულ წელს განხორციელდა, რომელიც წელსაც გაგრძელდება.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სწავლის დაწყებას სკოლა სრულად მომზადებული შეხვდა.

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

სკოლა სრულ მზადყოფნაშია. მოწყობილია თანამედროვე ლაბორატორიები, (მათ შორის ელექტრონულიც), სამი სპორტული დარბაზი, ორი რესურს ოთახი, სრულად ადაპტირებული, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

X კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში გადაეცათ ახალი გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები. საშუალო საფეხურს დაემატა სავალდებულო პროექტებით სწავლება მუსიკასა და სამოქალაქო განათლებაში. სკოლაში ხელმისაწვდომია STEAM-ის ორი კლუბი (ქიმია და ტექნოლოგიები).

ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონული ჟურნალი, რომელიც მასწავლებლებს საშუალებას მისცემს, მოახდინონ ელექტრონული აღრიცხვა, მოსწავლეთა დასწრების და შეფასების. ასევე გამარტივდება კომუნიკაცია მშობლებთან, ელექტრონული შეტყობინებების გამოყენებით.

სკოლას ჰყავს 4 მანდატური. სკოლა ახალ 2022-2023 სასწავლო წელს შეთანხმებული და დამტკიცებული, ახალი სასკოლო-სასწავლო გეგმის მიხედვით იწყებს“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

300-მდე ახალი ვაკანსია ბოლო 11 დღეში - რომელი საგნის მასწავლებლებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა სკოლებში

აბიტურიენტებო - 11 აგვისტო NAEC-ში ატესტატის მიტანის ბოლო დღეა

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“

„უმაღლესი შედეგებით ჩააბარეს ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება