სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„რეაბილიტირებული სკოლის მოლოდინმა ყველა ჩვენგანს მოტივაცია შეგვმატა“- მარტყოფის N1 სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი დიდი შემართებით დაიწყეს
15-09-2022
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყეს. 

სკოლამ სწავლა ალტერნატიულ ფართში განაახლა, რადგან ახლა შენობის რეაბილიტაცია მიმიდინარობს. პირველკლასელებისთვის სივრცე მარტყოფის N2 ბაგა-ბაღში, ხოლო მე-2 - მე-7 კლასელებისთვის ახალსოფლის საჯარო სკოლაში გამოიყო. 

მასწავლებლები მოსწავლეებს დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ.  კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.

თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. 

სკოლამ სასკოლო საზოგადოებისთვის მიმართვის ტექსტი გაავრცელა, რომლსაც უცვლელეად გთავაზობთ.

„ჩვენი სკოლა, „უჩვეულოდ“ განსხვავებულ ფიზიკურ გარემოში იწყებს 2022-2023 სასწავლო წელს ახალი, რეაბილიტირებული სკოლის მოლოდინმა ყველა ჩვენგანს მოტივაცია შეგვმატა იმ სირთულეებისა და გამოწვევების დაძლევაში, რაც თან ახლდა სკოლის ალტერნატიულ ფართში გადასვლას და ჰიბრიდული სწავლების ოგანიზებას.

ჩვენ, ყველამ ერთად, მთელმა სასკოლო საზოგადოებამ, მოვახერხეთ ეფექტიანი კომუნიკაციის დამყარება და შეთანხმება სხვადასხვა პრობლემურ საკითხებზე, რაც კარგი მაგალითია თანამშრომლობისა და მისი სასიკეთო შედეგებისა.
სასწავლო წლის მოსამზადებელი პერიოდი საკმაოდ დატვირთული იყო მასწავლებლებისთვის, სკოლის დირექციისა და პერსონალისთვის. ვცდილობდით მოწესრიგებული და უსაფრთხო სასწავლო გარემო დაგვეხვედრებინა თქვენთვის ალტერნატიულ შენობებში, რომლებშიც უსასყიდლოდ გადმოგვცეს მარტყოფის N2 ბაგა-ბაღმა (პირველკლასელებისთვის) და ახალსოფლის საჯარო სკოლამ (2-7) კლასელებისთვის.

თქვენი სახელით დიდი მადლობა გვინდა ვუთხრათ ამ დაწესებულების ხელმძღვანელებს და მათ ზემდგომ ორგანოებ
მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი ყოველთვის განსხვავებულად, ამაღლებული ემოციებით ელოდება 15 სექტემბერს. საზაფხულო არდადეგების შემდეგ ისევ იკრიბება დიდი ოჯახი ერთი მიზნისთვის - თითოეულმა მოსწავლემ უნდა შეძლოს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენა და იმ ახალი ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციების დაუფლება, რაც მომავალ ცხოვრებაში კეთილდღეობის და ბედნიერების მომტანი იქნება მისთვის და სხვებისთვის. ეს არის სკოლის მთავარი მისია და ამოცანა.

გისურვებთ, ერთად შევძლოთ, თანამშრომლობის, პასუხისმგებლობის, ურთიერთპატივისცემის, სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპების დამკვიდრება სკოლაში და მაღალი სასწავლო სტანდარტების დაძლევა ერთად დავძლიოთ ყველა გამოწვევა და ლაღად, მოტივირებულად და მიზანდასახულად შევუდგეთ ამ „უჩვეულო“ სასწავლო პროცესს
გისურვებთ ახალ სასკოლო გარემოში სწრაფ და ეფექტურ ადაპტაციას, თითქმის დასრულდა ტრანზიციის (გადასვლის) პერიოდი (ფაქტიურად 15 დღეა მიმდინარეობს უწყვეტი კომუნიკაცია) და წესით, უკვე, ყველა ემოციურად მზად ვართ ახალი სასწავლო რეჟიმისთვის, ახალი ერთწლიანი თანაცხოვრებისთვის, საინტერესო თავგადასავლებისა და ცოდნის სამყაროში ინკლუზიისათვის და თითოეული ჩვენგანისთვის სასურველი სასწავლო შედეგებისა და მიღწევების მიღებისთვის.

გისურვებთ, იყოთ მობილიზებულები და თავდაჯერებულები და აუცილებლად გვექნება წარმატებული სასწავლო წელი.
გვინდა განსაკუთრებულად მივულოცოთ პირველი სასწავლო წლის დაწყება ჩვენს პირველკლასელებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს. ეს დღე დაუვიწყარია და სიახლის მომტანი მათი ცხოვრებისთვის პატარებს საჩუქრები ძალიან უყვართ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჩურებიც - „ბუკი“, რაც ციფრულ სამყაროში ყველაზე საჭირო და გამოსადეგი ნივთია, გადაეცემა თითოეულ პირველკლასელს გაიცნობენ ერთმანეთს, მასწავლებლებს და მალე გახდებიან ჩვენი დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრები. 
გისურვებთ ისწავლოთ მიზანმიმართულად და ხარისხიანად, რომ თქვენი ცოდნა იყოს წარმატების მომტანი თქვენი ოჯახებისთვის და ჩვენი სამშობლოსთვის.
სიყვარულით, შენი სკოლა“,- აღნიშნულია სკოლის წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება