| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2021-2022 სასწავლო წელი დასრულდა, საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები წელს აჯამებენ და გვიყვებიან რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი? რას ურჩევდნენ მოსწავლეთა მშობლებს არდადეგებზე? და რა სჭირდება ყველაზე მეტად განათლების სისტემას.
ამჯერად, საინტერესო ბლიც-კითხვებით etaloni.ge სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის საჯარო სკოლის დირექტორ თამარ გელაშვილს დაუკავშირდა.
- სკოლა ჩემთვის არის...
- მეორე ოჯახი.
- მოტივაცია მემატება როცა...
- ვიგებ ჩემი სკოლის მოსწავლეების და მასწავლებლების წარმატების შესახებ.
- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის...
- დასანანია.
- განათლების სისტემას სჭირდება ...
- გონიერი, მიზანდასახული, პასუხისმგებლიანი და შრომისმოყვარე თანამშრომლები.
- სასწავლო წელი გამორჩეული იყო...
- პანდემიით გამოწვეული სირთულეებით.
- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ...
- რომ შვილებთან ერთად ეს დრო კულტურულ-საგანმანათლებლო დასვენებას მიუძღვნან.
- სასწავლო წლის დასასრულს...
- ვაანალიზებ წლის განმავლობაში მიღწეულ და მიუღწეველ შედეგებს, გამომწვევ მიზეზებს, ახალი სასწავლო წლის დასაგეგმად.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა