სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალშენის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები მიენიჭათ
03-06-2022
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს - ანა აბულაძეს, ლოლა ვერძაძეს, ელენე მახარაძეს, ლიზა დავითაძესა და მარიამი ცეცხლაძეს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები მიენიჭათ.

2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

2 ივნისს კონკურსის პირველი ეტაპი ხელვაჩაურელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის განათლების და კულტურის სამსახურისა და ხელვაჩაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 69 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „ხელვაჩაურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი, დღეს 03 ივნისს10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში იმართება. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება