სიახლეები
სიახლეები

„ჭადრაკი მოსწავლეებში ლოგიკურ აზროვნებას განავითარებს და სხვა საგნების ათვისებაში დაეხმარება“- სკოლის დირექტორები პირველ კლასში ჭადრაკის სწავლებაზე
27-05-2022
-
+


საქართველოს საჯარო სკოლების პირველ კლასში ჭადრაკის სწავლება სავალდებულო ხდება. Etaloni.ge დაინტერესდა, ამ საკითხთან დაკავშირებით, რა ინფორმაცია აქვთ და რას ფიქრობენ სკოლების დირექტორები. რა აზრი ფიქსირდება სკოლებში, ჰყავთ თუ არა შესაბამისი კადრები და მათი აზრით, ჭადრაკი რამდენად დაძლევადი საგანია პირველკლასელებისთვის. 

ლეილა ლორთქიფანიძე, სეიდ გვარიშვილის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას საჯარო სკოლის დირექტორი:

ჭადრაკის სწავლებისთვის შესაბამისი კადრები გვყავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და მას მხოლოდ მივესალმებით. ჩვენ, რაღაც პერიოდი, დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ჭადრაკს არჩევით საგნად ვასწავლიდით. წელს არჩევითად არ გვქონია და ახლა სავალდებულო რომ გახდა, სასიამოვნოა. ჩვენ გვყავს ახალი კადრი, რომლსაც შესაბამისი განათლება და ტრენერის წოდება აქვს. ჭადრაკი მოსწავლეებში ლოგიკურ აზროვნებას განავითარებს და დანარჩენი საგნების ათვისებაში დაეხმარება. თანაც, საქართველოს წარმტებული მოჭადრაკეები ჰყავს, ამის ტრადიცია არსებობს.

როენა ფიფია, აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, რომ პირველ კლასში ჭადრაკის სავალდებულო საგნად შემოტანა, კარგი გადაწყვეტილებაა, მივესალმები. ეს ბავშვებისთვის საინტერესო იქნება. რაც შეეხება შესაბამის კადრს, გვყავს. ჩვენ შესაბამისი ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრსაც მივაწოდეთ.

რეზო იაკობაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენს სკოლაში ჭადრაკის მასწავლებლის კადრის დეფიციტი ნამდვილად არ იქნება. ვფიქრობ, რომ პირველკლასელებისთვის ამ საგნის სწავლება კი ცუდი არაა. ზოგადად, ეს მათთვის საინტერესო, სასარგებლო და კარგი იქნება, რაც განვითარებაში უფრო მეტად დაეხმარებათ.

რამაზ ქამაშიძე, დავით მამულაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო თხილვანის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი აზრით, გადაწყვეტილება კარგია, გვყავს კადრებიც, თუმცა იმდენად დატვირთული არიან, როგორ მოახერხებენ, ეს ჯერ არ ვიცით. საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან შესაბამისი ინფორმაცია მივიღეთ, ასევე, აინტერესებდათ კადრები თუ გვყავდა, ვინ იცოდა ჭადრაკი და რა სპეციალობის იყვნენ ეს მასწავლებლები. ეს ინფორმაცია სკოლებიდან სამინისტრომ გამოითხოვა. ჭადრაკი მაინც თამაშია და მგონია, რომ ბავშვები უფრო მეტად დაინტერესდებიან. ეს მათთვის მოსაწყენი არ იქნება და მთავარია, რომ მოსწავლეს სწავლა უნდოდეს, პროცესი მათთვის სახალისო იყოს და ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება გაამართლებს.

რომან ქავთარაძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ორბეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველკლასელებისთვის ჭადრაკის სავალდებულოდ სწავლებას მივესალმები, რადგან, ცნობილია, რომ ჭადრაკი ახალგაზრდებში უფრო მეტად იკიდებს ფეხს. არ მინდა, რომ ამან პირველკლასელებისთვის უფრო გართობის სახე მიიღოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მათთვის გარკვეულ შედეგს გამოიღებს. რაც შეეხება კადრებს, ალბათ, ყველა სკოლაში იქნება პედაგოგი, რომელიც არამხოლოდ ელემენტარულ დონეზე, არამედ კარგად ფლობს ჭადრაკს და სწავლებას შეძლებს. იმედია, პირველკლასელებში ამის მზაობა იქნება. შეიძლება ეს მაღალ კლასებში უფრო ეფექტური ყოფილიყო, თუმცა ჭადრაკი ისეთი თემაა გარკვეულ მნიშვნელოვან უნარებს პირველკლასელებს ნამდვილად შესძენს. ზოგადად, ინივიატივას მივესალმები.

დარეჯან ტაკიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟანივრის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველკლასელებისთვის ჭადრაკის სწავლების გადაწყვეტილებას მივესალმები, რადგან ეს სპორტი არაა, ეს სულ სხვა ფენომენია. თამაშისას ტვინი ძალიან კარგად მუშაობს, აზროვნებას ხელს უწყობს, ამიტომაც მიღებული გადაწყვეტილება ძალიან გამიხარდა. მოსწავლეებს ჭადრაკის ათვისება არ გაუჭირდებათ, რადგან ძალიან ჭკვიანი ბავშვები არიან. სპორტის გაკვეთილზე რაღაც დრო ისედაც ეთმობა ჭადრაკს, მაგრამ ცალკე საგნად რომ იქნება, ეს ძალიან კარგია. რაც შეეხება კადრებს, ჩვენი პირველი კლასის მასწავლებელი ჭადრაკს ძალიან კარგად ფლობს, შეჯიბრებებშიც მონაწილეობდა. გააჩნია, რა პროგრამა იქნება, ალბათ პედაგოგებს გადაამზადებენ. სკოლაში ყველა ამბობს, რომ ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან მოსწავლეთა აზროვნების განვითარებას ხელს შეუწყობს.

მამუკა მექვაბიძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოს საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლაში, ჯერჯერობით, არ გვყავს ის კონკრეტული სპეციალისტი, რომელიც პირველკლასელებისთვის ჭადრაკის სწავლებას შეძლებს. ზოგადად, პირველ კლასში სპორტის ამ სახეობის შემოტანას მივესალმები, ძალიან კარგია. მოსწავლეები კრიტიკული სიტუაციიდან გამოსავლის გზების მოძებნას ისწავლიან. ვფიქრობ, რომ კადრები შესაბამისად უნდა გადამზადდნენ, რათა მოსწავლეებთან სწორი მიმართულებით იმუშაონ და სტანდარტების მიხედვით ასწავლონ.

გენად მაკარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლადაურის საჯარო სკოლის დირექტორი:

ახალგაზრდა თაობისთვის ჭადრაკის სწავლება ძალიან საინტერესო და კარგი იქნება, ეს გადაწყვეტილება მომწონს. შესაბამისი კადრიც გვყავს, სპორტის მასწავლებელი, რომელმაც ჭადრაკი კარგად იცის და პირველკლასელებისთვის სწავლებას შეძლებს. ინფორმაცია სამინისტროსგანაც მივიღეთ.

გიული ზაქაიძე, თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჭადრაკი აზროვნებისა და სხვადასხვა საჭირო უნარ-ჩვევის განვითარებას ხელს უწყობს, ამიტომაც პირველკლასელებისთვის ძალიან კარგი იქნება. ჩვენ მოგვთხოვეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ელემენტარულ დონეზე რომელმა მასწავლებელმა იცის ჭადრაკი. გადავეცით მონაცემები და შესაძლებელი, რომ ჩვენმა პედაგოგმა, მათ შორის სპორტის მასწავლებელმაც ასწავლოს მათ ეს საგანი. მოსწავლეებმა ელემენტარული რაღაცები უნდა ისწავლონ და ვფიქრობ, რომ ეს მათთვის დაძლევადია. ზოგადად, რამდენი საათი იქნება, ვერ გეტყვით, ჯერჯერობით ეს არ ვიცით.

ნინო ღლონტი, ზაზა დამენიას სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

გადაწყვეტილებას მივესალმები. ჩვენ სკოლაში გვყავს მასწავლებელი, რომელიც ჭადრაკში ეროვნული ოსტატი, ბე კატეგორიის მწვრთნელი და საერთაშორისო შეხვედრებში არაერთგზის გამარჯვებულია, ამასთანავე, მას სპორტის აკადემია აქვს დამთავრებული. კარგი და ინიციატივიანი პედაგოგია, რომელიც პირველკლასელებისთვის სწავლებას კარგად შეძლებს. მას სკოლაში საჭადრაკო წრე ჰქონდა და შეხვედრებსაც ატარებდა. პირველ კლასში, მაშინ, როდესაც ბავშვის ცნობიერებაში ბევრი რამ ყალიბდება და ჭადრაკის სიყვარული ფეხს იკიდებს, ამ საგნის სწავლება ძალიან მისასალმებელია. მეორეკლასელი მოსწავლეები გვყავს, რომლებიც კარგად თამაშობენ, ისინი ფოთში გამართულ შეჯიბრშიც მონაწილეობდნენ, ერთ-ერთი მათგანი მე-5 ადგილზე გავიდა. ჩვენს სკოლაში ჭადრაკი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

ნათია გოშთელიანი, დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

რამდენიმე წელია, რაც მეორე და მესამე კლასში ჭადრაკი არჩევით საგნად ისედაც გვქონდა. გვყავს გადამზადებული პედაგოგი. ვფიქრობ, რომ ამ საგნის სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია, ის გონებას ავითარებს და შესაბამისად, გადაწყვეტილებას მივესალმები. პირველკლასელებს ჭადრაკის დაძლევა არ გაუჭირდებათ, რადგან შესაბამის დონეს ისწავლიან. ჩვენ პირველადი ინფორმაციაც მივიღეთ, გარდა ამისა, გადაამოწმეს გვყავდა თუ არა შესაბამისი კადრები. პირველკლასელებისთვის ჭადრაკის სავალდებულო სწავლებას მივესალმები.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

„მადლობა განათლებაში შეტანილი წვლილისთვის“... - izrune.ge-ს მნიშვნელობაზე ღონისძიების სტუმრები საუბრობენ 

სოციალურ საწარმოში სხვადასხვა ასაკისა და შესაძლებლობის მქონე ადამიანები ერთად სწავლობენ მცენარეების დარგვას

საგამოცდო ბარათებსა და საგამოცდო პროცესზე დეტალურ ინფორმაციას აპლიკანტებს გააცნობენ

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“

წარმოგიდგენთ მე-4 „ბ“ კლასის მოსწავლეების ნური და ფატიმა ბუდაგოვების მიერ შესრულებულ პროექტს

სკოლის წარმომადგენლებს, შემოქმედებითი ღონისძიების ფარგლებში, ჯილდო გადაეცათ

„ოთხი ბედნიერი წელი“ - ზემო ნატანების საჯარო სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა 
საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება