სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„სადიაგნოსტიკო შეფასება აუცილებლად უნდა ჩატარდეს, რომ სკოლამ განსაზღვროს რა შედეგები აქვს“-თბილისის N49 სკოლის დირექტორი ეკატერინე ცაავა
05-05-2022
-
+


2021-2022 სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება. პედაგოგებისთვის და განსაკუთრებით კი დირექტორებისთვის მიმდინარე წელი სიახლეებითა და ცვლილებებით იყო დატვირთული. საინტერესოა რას ფიქრობენ საქართველოს წარმატებული სკოლების დირექტორები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიც არის ჰიბრიდული სწავლება, სადიაგნოსტიკო ტესტირება და ა.შ.

ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე აზრის გასაგებად etaloni.ge თბილისის N49 საჯარო სკოლის დირექტორს, ეკატერინე ცაავას დაუკავშირდა.

- სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, როგორ შეაფასებდით განვლილ პერიოდს?

- განვლილი პერიოდი შეფასებულია დადებითად. სკოლის მიერ ჩატარებული კვლევების შესაბამისად ვფიქრობ, რომ წელი წარმატებული იყო, განსაკუთრებულად მინდა ავღნიშნო საბაზო, საშუალო საფეხურზე ონლაინ სწავლება, რომელიც წარმატებით მიმდინარეობდა.

- როგორ ფიქრობთ, უნდა დარჩეს თუ არა სწავლის ჰიბრიდული მოდელი მომავალშიც?

- დიახ, ვფიქრობ სწავლის ჰიბრიდული მოდელი უნდა დარჩეს.

- როგორ აფასებთ სადიაგნოსტიკო ტესტირების ჩატარებას და ხედავთ თუ არა მის საჭიროებას?

- დიახ, აუცილებლად უნდა ჩატარდეს სადიაგნოსტიკო შეფასება, რომ სკოლამ განსაზღვროს რა შედეგები აქვს წლის ბოლოს და გაითვალისწინოს სამომავლოდ, თუ რა მიღწევები და ხარვეზები გვაქვს.

- თქვენი პირადი შეხედულებით, რას შეცვლიდით სკოლასა თუ სასწავლო პროცესში ?

- ვფიქრობ ონლაინ სწავლების განვითარება და ხელის შეწყობა საჭიროა.

- ბოლო პერიოდში, განათლების სისტემაში დანერგილ რომელ სიახლეს იწონებთ ყველაზე მეტად და რატომ?

- „ახალი სკოლის მოდელის“ საგანმანათლებლო სივრცეში შემოსვლამ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების კუთხით დადებითი ზეგავლენა იქონია; რაც გამოიხატა იმაში, რომ საზოგადოების ყველა ფენა მონაწილეობდა ონლაინ სწავლების დროს სხვადასხვა ტექნოლოგიების სასკოლო ცხოვრებაში გამოსაყენებლად, თუმცა კომბინირებული ფორმატი ჰიბრიდული სწავლებისა აუცილებელია სასკოლო ცხოვრებაში, რადგანაც დაწყებით საფეხურზე დასწრებული სწავლება სოციალური უნარების ჩამოყალიბებისათვის და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისათვის მნიშვნელოვანია.
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება