TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„ბევრი ახალი ცოდნა-გამოცდილება შევიძინეთ პანდემიის პირობებში“- მიხეილ კაკაბაძე, წყალტუბოს N3 საჯარო სკოლის დირექტორი
05-05-2022
-
+


კიდევ ერთი დატვირთული და საინტერესო სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება. მას Etaloni.ge-სთან წყალტუბოს N3 საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ კაკაბაძე აფასებს. ის სწავლის ჰიბრიდულ მოდელზე, სადიაგნოსტიკო ტესტირებაზე, განვლილ პერიოდსა და სხვა საინტერესო საკითხებზე საუბრობს.

- სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, როგორ შეაფასებდით განვლილ პერიოდს ?

- მიმდინარე სასწავლო წელი ჩვენის სკოლისთვის თავისი გამოწვევებით, ექსტრემელურ პირობებში მართვის მეთოდებით, იყო საკმაოდ საინტერესო მრავალფეროვანი და არაორდინალური. საკმაოდ რისკიანიც, ხშირად თითოეული ჩვენგანის საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად გვიწევდა დაკისრებული მოვალეობის და პასუხისმგებლობის შესრულება მოსწავლეებისა და მშობლების წინაშე. ბევრი ახალი ცოდნა-გამოცდილება შევიძინეთ პანდემიის პირობებში სწრაფი და გააზრებული გადაწყვეტილების მიღებული კუთხით, რათა ონლაინ ჰიბრიდულ პირობებში სასწავლო პროცესი ყოფილიყო საინტერესო და მრავალფეროვანი მასში ჩართული ყველა მონაწილისათვის.

- როგორ ფიქრობთ, უნდა დარჩეს თუ არა სწავლის ჰიბრიდული მოდელი მომავალშიც?

- თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი თვალით დავინახეთ ჰიბრიდული მეთოდის ყველა მხარე, ვნახეთ რომ მოცემული მეთოდი პირველ რიგში მოითხოვს საზოგადოების მზაობას, რაც მხარდაჭერილი უნდა იყოს სრულყოფილი ტექნოლოგიური პროცესებით, რათა მოსწავლისათვის საინტერესო და სახალისო გახდეს. გამომდინარე იქედან, რომ COVID 19-ის პანდემიამ კაცობრიობის დღის წესრიგიდან ნელ-ნელა უკანა პლანზე გადადის, დარწმუნებული ვარ ჰიბრიული მეთოდი აქტუალური აღარ იქნება.

- როგორ აფასებთ სადიაგნოსტიკო ტესტირების ჩატარებას და ხედავთ თუ არა მის საჭიროებას?

- სადიაგნოსტიკო წერის ძირითადი ფუნქციაა სასწავლო წლის დასაწყისში წინარე ცოდნისა და სასწავლო წლის ბოლოს მიღწეული შედეგის გაზომვა, რათა საგნის მასწავლებელმა ინკლუზიურად დაგეგმოს თითოეული მოსწავლისათვის სასწავლო პროცესი და შექმნას მასზე მორგებული სასწავლო გეგმა.
სადიაგნოსტიკო წერა სკოლის შიდა შეფასების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია თავისი შეფასების ინსტრუმენტებით, ის უნდა იყოს მიმართული მხოლოდ და მხოლოდ  მოსწავლის შედეგების გაუმჯობესებაზე და განამვითარებელი შეფასებით უნდა განისაზღვრებოდეს, მას აუცილებლად უნდა ახლდეს შუალედური მონიტორინგის სისტემა მასწავლებლის რეფლექსიის ფორმით.

- თქვენი პირადი შეხედულებით, რას შეცვლიდით სკოლასა თუ სასწავლო პროცესში ?

- სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვისათვის, ჩემი აზრით, აუცილებელია დეცენტრალიზაცია და მეტი ნდობის გამოცხადება სკოლის მართვაში ჩართული საზოგადოებისათვის, სკოლის მართვაში ადგილობრივი თვითმმართველობის, რესურსცენტრის როლის გაზრდა არამხოლოდ სასწავლო პროცესის მონიტორინგის კუთხით, არამედ სასკოლო-სასწავლო პროგრამების ინდივიდუალურად, თითოეულ სკოლაზე მორგების კუთხითაც.

- ბოლო პერიოდში, განათლების სისტემაში დანერგილ რომელ სიახლეს იწონებთ ყველაზე მეტად და რატომ ?

- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ბოლო წლების განმავლობაში ბევრ კარგ და აუცილებელ პროექტს ახორციელებს სკოლებში. ამათგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ახალი სკოლის მოდელი, რომლის ცენტრალური მიმართულებაა ინდივიდუალურობა და ინკლუზიურობა თითოეულ მოსწავლეზე მორგებული მეთოდებით, პროექტი საკმაოდ შრომატევადია და მრავალფეროვანი პედაგოგებისათვის, მაგრამ ის აუცილებლად გამოიღებს შედეგს კარგი მენეჯმენტისა და მონიტორინგის პირობებში.
ჩვენს სკოლაში ამჟამად მიმდინარეობს „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხის პროექტი  - საქართველო 12Q (IBRD)“ პროგრამის ფარგლებში მოსწავლეთა შედეგების კვლევა მე-6, მე-8, მე-10, მე-12 კლასებში ქართულ ენაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში. მივესალმებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების კუთხით დაგეგმილ პროექტებს, რომელიც განსაკუთრებით ჭირდება ჩვენს სკოლას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება