სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

etaloni.ge-ს პასუხი პედაგოგთა პროფკავშირებს
14-04-2022
-
+


Etaloni.ge-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით „როდემდე უნდა უხადოთ, მასწავლებლებო, ფული ამ არაფრისმომცემ ორგანიზაციას?“ - პედაგოგები პროფკავშირის წინააღმდეგ“. ეს გახლდათ პედაგოგების მიერ ხელმოწერილი წერილი, რომელიც რედაქციაში მივიღეთ და უცვლელი სახით განთავსდა.

შინაარსის მოყოლით თავს არ შეგაწყენთ, უბრალოდ, გეტყვით, რომ წერილის ადრესატი გახლდათ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი, ხელმძღვანელობას კი ხელმომწერი 11 მასწავლებელი გულგრილობაში ადანაშაულებდა.

სანამ წერილს გამოვაქვეყნებდით, ჩვენი საქმიანობის სტანდარტებიდან გამომდინარე, ჯერ წერილის გამომგზავნს დავუკავშირდით და მის ნამდვილობაში დავრწმუნდით, შემდეგ კი, ასევე ჩვენი საქმიანობის მაღალი სტანდარტების თანახმად, საქმის კურსში ჩავაყენეთ პედაგოგთა პროფკავშირის პრეზიდენტი - ქალბატონი მაია კობახიძე და ვთხოვეთ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გაეკეთებინა. მან წერილის გაგზავნა გვთხოვა, რათა გაცნობოდა, შემდეგ კი პირად საუბარში განაცხადა, რომ პასუხს რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები გასცემდნენ, თავად კი კომენტარის გაკეთებას არ აპირებდა.

წერილს გამოქვეყნებისთანავე გამოხმაურება მოჰყვა, თავად ქალბატონი მაია კი ამტკიცებდა (და დღესაც ამტკიცებს), რომ Etaloni.ge-ს ეს წერილი არ უნდა გამოექვეყნებინა, რადგან მისი ხელმომწერი მხოლოდ 11 პედაგოგი იყო, და მისთვის ბევრად მნიშვნელოვანია იმ 40 ათასამდე მასწავლებლის აზრი, რომელიც პროფკავშირის წევრია!

მას შემდეგ, სოციალური ქსელის (და არა მხოლოდ) საშუალებით, პედაგოგთა პროფკავშირის პრეზიდენტი, ჩვენი მედიასაშუალების მისამართით, პერმანენტულად ავრცელებს შეურაცხმყოფელ პოსტებს. აქამდე ვდუმდით, მაგრამ უკვე შეუძლებელია. ამიტომ:

etaloni.ge-ს პასუხი ასეთია:

1. ჩვენთვის თითოეული პედაგოგის მოსაზრება  მნიშვნელოვანია (ვიღაცებისთვის შეიძლება 11 მასწავლებლის ხმა ყურადსაღები სულაც არ არის);

2. წერილის გამოქვეყნებამდე მივმართეთ მაია კობახიძეს და თავად არ ისურვა კომენტარის გაკეთება;

3. არ ვმალავთ წყაროს! - აქედან გამომდინარე კი გაუგებარია, რა პრეტენზიები არსებობს etaloni.ge-ს მიმართ?!

პედაგოგთა პროფკავშირის პრეზიდენტის ფეისბუქ-პოსტებიდან ჩანს, რომ უკმაყოფილოა, რადგან ამ წერილის გამოქვეყნების გადაწყვეტილება მივიღეთ, რის პასუხადაც მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ თავისუფალ მედიასაშუალებას, ვერავინ მიუთითებს, რა გამოაქვეყნოს და რა - არა (აქვე იმასაც ვიტყვით, რომ პედაგოგთა პროფკავშირის პირად მიღწევებზე არაერთი სტატია დაგვიწერია)!

Etaloni.ge-ს მისამართით, პედაგოგთა პროფკავშირის მიერ გამოქვეყნებული სტატუსები უკვე დაემსგავსა პირად ბრძოლას მედიასაშუალების მიმართ, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ გვეპასუხა, მით უმეტეს, რომ კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავთ - ჩვენთვის პედაგოგების პოზიცია მნიშვნელოვანია, 11 იქნება, ნაკლები თუ მეტი.

ამ საკითხზე საუბარს აქვე ვასრულებთ და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ჩვენი პლატფორმა მუდამ ღიაა საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებული თითოეული ადამიანისთვის.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებთ - NAEC დეტალებზე

პედაგოგებს დავალებების სპეციფიკას გააცნობენ - შეხვედრის დეტალები

სპეცპედაგოგების საყურადღებოდ - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ყველა ცვლილება, რომელიც ზოგადი განათლების კანონში შედის 

საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვის ახალი წესი ცნობილია - რომელ აპილკანტებს ეხება ცვლილებები

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სიმღერა, ცეკვა, თეატრალური ნომრები, შემოქმედებითი წარმოდგენები, ბავშვური გულწრფელობა და უსაზღვრო ენერგია

„ვულოცავთ გამარჯვებულებს დამსახურებულ წარმატებას“

საბაზო საფეხურის წარმატებით დასრლების აღსანიშნად სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართ
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება