სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დისველის საჯარო სკოლის ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგი მედეა ჯაფარიძე მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას ხშირად სთავაზობს
25-02-2022
-
+


ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგი მედეა ჯაფარიძე მოსწავლეთა განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავს. 

ის მოსწავლეთა ინტერესებზე ორიენტირებული, მზრუნველი და პროფესიონალი მასწავლებელია. მის შესახებ ინფორმაციას პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი გვაწვდის. 

მედეა ჯაფარიძე სხვადასხვა ინტელექტუალურ, საინტერესო აქტივობას ხშირად გეგმავს. ამჯერად, მან და მისმა მოსწავლეებმა შოკოლადის შემადგენლობა დეტალურად შეისწავლეს.

„ასლან შაინიძის სახელობის სოფელ დისველის საჯარო სკოლა თითოეული თანამშრომლის მეორე ოჯახია, ეს ურყევი აზრია და ამაზე ერთბლივად ვთანხმდებით... თბილი გარემო კი არის დასაბამი იმ პროფესიონალიზმისა და პასუხისმგებლობის, რომელიც ნათლად აისახება, პედაგოგების ცნობიერების  ხარისხზე, წარმოსადეგ შედეგზე!  სწორედ ასეთი  დამოკიდებულებით გამოირჩევა აქ მომუშავე თითეული პედაგოგი, ისინი ექვემდებარებიან მოსწავლის მოტივაციას,  შრომისუნარიანობასა და ორგანიზებულობას!

პედაგოგი, რომელზეც მსურს საუბარი, ჩვენი დიდი ოჯახის სამაგალითო  წევრია, ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგი მედეა ჯაფარიძე ადამიანი, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლეების წინსვლაზე, მორალურ და ადამიანური მენტალიტეტის-  ინტელექტუალურ განვითარებაზე, ინტელექტუალური გეგმების სწორუპოვრად დაგეგმვაზე....მისი ორგანიზებით სკოლაში ჩატარებული იქნა არაერთი პროექტი, სასკოლო ღონისძიება, სასცენო სპექტაკლი. ის გახლავთ  ბევრი საინტერესო წამოწყების, იდეოლოგიის, ინიციატივის ორგანიზატორი. შეუძლებელია არ აღვნიშნოთ, მისი ძალისხმევა, რომელმაც   უანგაროდ გაუკვალა გზა მოსწავლეებს წარმატებული მომავლისკენ. ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი მოტივრებული კადრები იწვევს მოსწავლეებში ზნეობრივ ადმიანურ აღმავლობას! სწორედ ეს პიროვნული კეთლგანწყობა გამოსჭვიოდა ერთ-ერთ საგაკვეთლო თემატიკაზე, რომელსაც მე  ჩემი თვალთახედვით ვუწოდე „გაკვეთილი შოკოლადის არომატით! თბილი და ტკბილი იდილია მეთერთემტე კლასის წარმოდგენით, ხოლო ორგანიზება ქალბატონი მედეას ინიციატივით მოხდა! მოსწავლეებმა ისაუბრეს შოკოლადის ღირებულებებზე, ჩვენთვის უცნობ დეტალებზე, რომელმაც ერთგვარად ნათელი მოჰფინა ზოგად ყურადღებაგსამახვილებელ ფაქტებზეც. დიდი მადლობა მათ ამისთვის!

მედეა მასწავლებელს ვუსურვებთ  წინსვლას წარმატებას და ბედნიერ იდილიას თავის ოჯახთან  ერთად. დაე, წარმატებები იყოს მისი საწინდარი როგორც პირად, ასევე პროფესიული ხედვით“,- წერს ნინო დოხტურიშვილი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

პირველი სასწავლო დღეები მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი აქტივობებითა და ახალი გამოცდილებებით იყო დატვირთული

„ვიწყებთ პროექტს რწმენით, რომ ზოგჯერ ერთმა შეხვედრამაც შეიძლება ადამიანის მომავალი შეცვალოს“

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება