სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„ახალგაზრდა, დამწყები მასწავლებლებისთვის უკეთესი იქნება საგამოცდო ბარიერის დაწევა“ - ვაჟა ბეგიაშვილი, ჩხიკვთას საჯარო სკოლის დირექტორი
25-02-2022
-
+


განათლებაში მიმდინარე სიახლეებზე წარმატებული სკოლების დირექტორების აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიზნით etaloni.ge თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხიკვთას საჯარო სკოლის დირექტორ ვაჟა ბეგიაშვილს დაუკავშირდა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მისი კომპეტენტური აზრი მოისმინა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ?

- წლების განმავლობაში მასწავლებლის პროფესია გააუბრალოვეს, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში, მას შემდეგ რაც ანაზღაურება გაიზარდა, ვფიქრობ ახალგაზრდობისთვის გარკვეულად მაინც მიმზიდველია.

- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი?

- პროფესიული კადრები საკმაოდ დეფიციტურია. ერთ-ერთი მიზეზი, ჩემი აზრით, ისიცაა რომ სუფთა პედაგოგიური ინსტიტუტები გაუქმებულია.

- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება?

- ვფიქრობ...  ახალგაზრდა, დამწყები მასწავლებლებისთვის უკეთესი იქნება საგამოცდო ბარიერის დაწევა. ( კომპეტენციის დასადასტურებლად არა მაქსიმალური 10 კრედიტი, არამედ პირობითად 7-დან 10 კრედიტამდე.)

- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?

- უარყოფითად. მოსწავლე კიდევ უფრო დაშორდა წიგნს და მიეჯაჭვა კომპიუტერს.

- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ?

- მიუხედავად ყველაფრისა, დავიცვათ რეკომენდაციები და ახლოს ვიყოთ ერთმანეთთან- პროფესიულადაც და პიროვნულადაც.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება