სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„დღევანდელობაში პედაგოგის პროფესიამ წინ წამოიწია“ - აკოფ პოზოიანი, დიდი პამაჯის საჯარო სკოლის დირექტორი
24-02-2022
-
+


განათლებაში მიმდინარე სიახლეებზე წარმატებული სკოლების დირექტორების აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიზნით etaloni.ge ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი პამაჯის საჯარო სკოლის დირექტორ აკოფ პოზოიანს დაუკავშირდა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მისი კომპეტენტური აზრი მოისმინა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ ?

- დღევანდელობაში პედაგოგის პროფესიამ წამოიწია წინ და, ვფიქრობ, ახალგაზრდა თაობისათვის ფრიად მიმზიდველი გახდა, რადგან დღევანდელ სკოლაში ძალიან ბევრი სიახლე ხორციელდება, ბევრი გამოწვევაა.

- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი?

- ვფიქრობ, დღეს კადრების დეფიციტთან არ გვაქვს საქმე, რადგანაც მოქმედი პედაგოგები ცდილობენ კვალიფიკაციის ამაღლებას, ხოლო დღევანდელი უმაღლესი სასწავლებლები უკვე უშვებენ მომზადებულ კადრებს.

- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება?

- ვფიქრობ, ეს გამოცდა იქნება დროული და ძალიან ეფექტური.

- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?

- დისტანციური სწავლება ჩვენთვის და არამარტო ჩვენთვის, მთელი საქართველოსთვის, იყო გამოწვევა.პირველ ეტაპზე მან გამოიწვია ბევრი დაბნეულობა და ხარვეზი, რაც ამ ორი წლის მანძილზე, ვფიქრობ, დავძლიეთ და ჩვეულებრივ მოვლენად იქცა დღევანდელ ცხოვრებაში.

- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ ?

- პანდემიამ მასწავლა,რომ უფრო დავაფასოთ სიცოცხლე, გავუფრთხილდეთ არამარტო ჩვენს, არამედ, გარშემო მყოფ ადამიანების ჯანმრთელობას. შევძლო უფრო მარტივად და უმტკივნეულოდ მოვახდინო ადაპტაცია ახალ გამოწვევებთან.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება