სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„ახალგაზრდების ნაწილი პედაგოგის საპასუხისმგებლო პროფესიას ერიდება“ -ელზა აშიროვა, ყარაჯალის საჯარო სკოლის დირექტორი
24-02-2022
-
+


განათლებაში მიმდინარე სიახლეებზე წარმატებული სკოლების დირექტორების აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიზნით etaloni.ge თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის დირექტორ ელზა აშიროვას დაუკავშირდა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მისი კომპეტენტური აზრი მოისმინა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ?

- პედაგოგობა რთული პროფესიაა. პედაგოგი ბავშვის მომავლის ფუნდამენტის შემოქმედია. ვფიქრობ, ახალგაზრდობის გარკვეული ნაწილი ერიდება ამ საპასუხისმგებლო პროფესიას. 

- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი?

- დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი არ შეინიშნება.

- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება?

- ცნობილია, რომ ახალმა საგანმანათლებლო სისტემამ დამოკიდებულება პედაგოგისადმი შეცვალა. გამოცდა გახდა ბერკეტი, რათა მასწავლებელმა გამოსცადოს თავისი თავი, აიმაღლოს კვალიფიკაცია, მოერგოს და დააკმაყოფილოს განათლების დღევანდელი მოთხოვნები. ვფიქრობ, სხვა უნარებთან ერთად, რასაც მასწავლებელი გამოცდაზე ავლენს თეორიულად, მას უნდა ჰქონდეს ორგანიზაციული უნარიც, პრაქტიკულად მან უნდა შეძლოს კლასის მართვა, რომელზეც აიგება ყველა დანარჩენი.

- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?

- დისტანციური სწავლება მნიშვნელოვანი ალტერნატიული გზა აღმოჩნდა სწავლა-სწავლების პროცესის უწყვეტ რეჟიმში გასაგრძელებლად, მაგრამ ხარისხიანი, ეფექტური, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებისთვის დასწრებულ სწავლებას ონლაინ სწავლება ვერ ჩაანაცვლებს.

- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ?

- კრიზისულ პერიოდში საზოგადოებასთან კომუნიკაციის ფორმა პანდემიამ გვასწავლა, განვითარდა ცნობიერება თანამედროვე ტექნოლოგიის, ასევე ჯანდაცვის სფეროში. შევეგუეთ კორონავირუსს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება