TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მახარებს, რომ ჩემი შრომა იხარჯება მომავალი თაობის აღზრდასა და მათ ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე“-ილარიონ ლაბაძე, რკვიის საჯარო სკოლის დირექტორი
17-02-2022
-
+


რა ახარებს როგორც დირექტორს? რა არის დღევანდელობაში საჭირო? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - etaloni.ge-ს ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ რკვიის საჯარო სკოლის დირექტორი ილარიონ ლაბაძე პასუხობს.

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით...
- ეს არის საკუთარი თავის შეცნობის უნარი, კეთილგონიერება, სხვა ადამიანების მიმართ კარგი ურთიერთობა.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე...
- არის მოსწავლე, რომელიც აქტიურია სასწავლო პროცესში, იღებს და ითვალისწინებს მასწავლებლის მითითებებს, პასუხისმგებლობით ეკიდება დაკისრებულ ვალდებულებებს, რაც კარგ პირობას ქმნის მის ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბებისთვის. 

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა...
- ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობაზე აგებული და ჩამოყალიბებული გარემო.

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ...
- ჩემი შრომა იხარჯება მომავალი თაობის აღზრდასა და მათ ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე. ამაყი ვარ, როცა ჩემს მიერ აღზრდილი მოსწავლეები შემდეგ ღირსეულ ადამიანები და პიროვნებები ხდებიან.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის...
- თანამშრომლობის მიმართ მათი სურვილი, გათავისებული აქვთ ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც მათ აკისრიათ ბავშვებთან მუშაობის პროცესში.

- დღევანდელობაში საჭიროა...
- თანამედროვე მოთხოვნების მიმართ მომართული და აღზრდილი ადამიანები, რათა ადვილად გაუმკლავდნენ იმ გლობალურ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას დღეს კაცობრიობა.

- იმედი მაქვს, რომ...
- გავზრდით ღირსეულ ადამიანებს, ღირსეულ ქართველებს და ზოგადად კონკურენტუნარიან ახალგაზრდებს, რომლებიც წინ წასწევენ ჩვენ ქვეყანას სხვადასხვა მიმართულებით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება