სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

„არ მგონია, პედაგოგს უხაროდეს ერთი სკოლიდან მეორეში სირბილი“ - როდესაც მასწავლებელი 2 ან მეტ სკოლაში ასწავლის
14-02-2022
-
+


საქართველოს სკოლებში მიღებულია პრაქტიკა, როდესაც მასწავლებლები ორ ან მეტ სკოლაში ერთდროულად ასწავლიან. სულ ჩვენს ქვეყანაში 60 ათასი მასწავლებელია, რაც როგორც ჩანს საკმარისი არ არის, იმისთვის რომ თითოეულ სკოლას ყველა საგანში სერთიფიცირებული მასწავლებელი ჰყავდეს და კადრის აყვანის პრობლემის გამო, სხვა სკოლის მასწავლებელს არ უწევდეს მეორე სკოლაში საათების აღება.

Etaloni.ge აღნიშნული საკითხის შესახებ სკოლის დირექტორებს ესაუბრა და მათი შეფასებებიც მოისმინა.

მანანა ბასიაშვილი, დიმიტრი ყიფიანის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენს სკოლაში არიან მასწავლებლები, რომლებიც ორ სკოლაში ერთდროულად მუშაობენ და კარგადაც ასწრებენ, შესანიშნავად აკეთებენ თავიანთ საქმეს. ეს მასწავლებლები ქიმიასა და ბიოლოგიას ასწავალიან, რასაც არ აქვს იმდენი საათი, რომ ვერ შეძლონ ორ ადგილზე ერთდროულად მუშაობა. რამდენიმე დღე ჩვენთან არიან და რამდენიმე დღე მეორე სკოლაში. როდესაც სამუშაო საათი ცოტა აქვს მასწავლებელს, ანაზრაურებაც შესაბამისად დაბალია, ვიდრე სრული დატვირთვის შემთხვევაში, დიდ სკოლებზე არ მაქვს საუბარი რა თქმა უნდა. მაგალითად, ჩვენი სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელს 10 საათი აქვს, ქიმიისას 9, ერთი უფროსი მასწავლებელია, მეორე წამყვანი. უსამართლობაა, რომ იყვნენ დაბალ ხელფასზე, ამიტომ რატომ არ უნდა ისარგებლონ თავიანთი მდგომარეობიდან გამომდინარე? დღევანდელ დღეს ანაზღაურებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, არ ეშლებათ ხელი, დამატებით საქმესაც აკეთებენ, რაც მოეთხოვება მასწავლებელს.“

მამუკა ჯოჯუა, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალისოფლის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენ მასწავლებელი გვყავს, რომელიც ორში კი არა სამ სკოლაში მუშაობს, 6 საათი აქვს ჩვენს სკოლაში. ამ საგანში, გეოგრაფიაში, რასაც ასწავლის, ფაქტობრივად არ არის მეტი საათი და თუ არის ვაკანსია და შესაძლებლობა, რატომ არ უნდა იმუშაოს სხვა სკოლაშიც. თუ ერთ სკოლაში მასწავლებელს 15 საათი აქვს და მეორე სკოლაშიც 15 საათი უნდა იმუშაოს, ეს ცოტა რთულია და წარმოუდგენლადაც მიმაჩნია, სწავლის ხარისხიც დაიკარგება. ფიზიკის მასწავლებელიც მყავს ასეთი, რომელიც ასევე ასწავლის სხვა სკოლაში, რადგან მასაც 6 საათი აქვს ჩვენთან. ამ შემთხვევაში ადვილად გაართმევს მასწავლებელი თავს“.

ზურა ნაგერვაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისაღმართის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენს სკოლაში არის რამდენიმე მასწავლებელი, რომელიც ორ სკოლაში ასწავლის, თუმცა ისე გვაქვს ცხრილი და საათები გადანაწილებული, რომ არ უჭირთ და არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს. მით უმეტეს სოფლის სკოლებია და ახლოსაა ერთმანეთთან. ერთი სკოლა სამი წელია ჩვენს შენობაშია განთავსებული, რადგან მათ ძველ შენობაში რემონტი მიმდინარეობს. ასევე არ არის ბევრი საათი ამ მასწავლებლებისთვის და ორ სკოლაში მუშაობით, გაცილებით კარგ ხელფასს იღებენ“.

მაია ღლიღვაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის კარდენახის საჯარო სკოლის დირექტორი:

„მაგალითად ჩვენს სკოლაში ინფორმატიკის მასწავლებელს არ აქვს საათობრივად იმხელა დატვირთვა, რომ ვერ მოახერხოს ერთდროულად ორ სკოლაში სწავლება, ორი საათი კვირაში ჩვენთანაა და ორი საათი მეორე სკოლაში, არ ჰყავს სადამრიგებლო კლასი. თქვენ რასაც მეკითხებით, ეს პრაქტიკა შეიძლება პრობლემებთან მაშინ იყოს დაკავშირებული, როდესაც მასწავლებელს სრული დატვირთვა აქვს ერთ სკოლაშიც კი, ასეთი ჩვენთან არ არის. შესაბამისად, ეს ყველაფერი ალბათ გამოწვეულია საბუნებისმეტყველო საგნებში სერთიფიცირებული მასწავლებლების ნაკლები რაოდენობით, როდესაც გამოცხადებულ  ვაკანსიაზე არ მიდის ახალი კადრი და უკვე სისტემაში მყოფ მასწავლებლებს უწევთ შეითავსონ საათები სხვა სკოლებშიც“.

ნანა გაგნიძე, ქალაქ ხაშურის N4 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ცხრილი გვაქვს შეთავსებული იმ სკოლებთან, რომლებშიც ჩვენი მასწავლებლებიც ასწავლიან. ამის გარდა ეს სკოლები ახლოსაა ერთმანეთთან, მაგალითად მუსიკა ორი დღე ჩვენთანაა კვირაში, სამი დღე მეორე სკოლაში. ესენი არიან მასწავლებლები, რომელთაც ბევრი საათი არა აქვთ და ამიტომ მიდიან სხვა სკოლაშიც. დამატებითი დატვირთვა იმ შემთხვევაში იქნებოდა თუ სრული საგაკვეთილო საათები ექნებოდათ. თუ მასწავლებელს 12 საათი აქვს და უნდა, რომ სხვა სკოლაში მუშაობით 15 საათამდე შეივსოს, რატომ არ უნდა გააკეთოს ეს? ორივეგან იღებს დანამატს. კი წვალობს პედაგოგი, მაგრამ 15 საათი თუ არ ექნება, ვერ იღებს ამ დანამატს. სადამრიგებლო არ აქვთ ასეთ მასწავლებლებს, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში სულ სკოლაში უნდა იყოს. სხვა მხრივ არც სკოლას და არც მათ, ხელი არ ეშლებათ. თათბირი ტარდება თუ რამე სხვა, ყველაფერში ჩვეულებრივ არიან ჩართული“.

პაატა ნინუა, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

„გვყავს ისეთი მასწავლებლები, რომლებიც ჩვენი სკოლის გარდა სხვა სკოლაშიც ასწავლიან, ესენი არიან სპორტისა და მუსიკის სერთიფიცირებული მასწავლებლები. სწორია თუ არა ეს პრაქტიკა? სიმართლე, რომ გითხრათ მე ვფიქრობ, მასწავლებელი უნდა იყოს და დაიხარჯოს ერთ სკოლაში, მაგრამ როდესაც ეს ანაზღაურებასთანაა დაკავშირებული, იძულებული არიან სხვაგანაც იმუშაონ, არა მგონია პედაგოგსაც უხაროდეს ერთი სკოლიდან მეორეში სირბილი. ასევე არ არის სერთიფიცირებული კადრები და აქედან გამომდინარე ხდება ეს სიტუაცია“.

მაია გრიგალაშვილი, შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ ხაშურის N9 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ერთადერთი მასწავლებელი გვაყვს ასეთი, რომელიც ქიმიას ასწავლის -  არის სხვა, სოფლის სკოლაში და ასევე ჩვენს სკოლაში. სოფლის სკოლაში საათები არ აქვს ბევრი. ადვილად  ართმევს თავს. თუნდაც საბუნებისმეტყველო საგნებში, სადაც კადრი ჭირს, მით უფრო სერთიფიცირებული, ასეთი პრაქტიკა აუცილებელიც კია, სხვა შემთხვევაში ბავშვები დარჩებიან ისე, რომ ვერავინ ასწავლით საგანს.“

მზიური ოდიშარია, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენს სკოლაში არის მასწავლებელი, რომელიც მეორე სკოლაშიც ასწავლის. ეს სკოლა მოშორებით მდებარეობს, თუმცა ისიც ჩვენი სკოლაა - ის საბაზო სკოლაა, ჩვენი საშუალო სკოლაა. უწევთ იქაც გაკვეთილების ჩატარება. სასწავლო პროცესში ხელი არ გვეშლება, იმიტომ, რომ ცხრილი შესაბამისადაა აწყობილი, მაგრამ ჩემი აზრით, მასწავლებელი უნდა იყოს ერთ ადგილას დაკავებული, თავის საქმეს აკეთებდეს მთელი მონდომებით და პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს“.

ნინო სიმონიშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის დირექტორი:

„მე მყავს ასეთი მასწავლებლები, რადგან მცირეკონტიგენტიანი სკოლა გვაქვს და საკმარისი საათები არ აქვთ, იძულებულები არიან სხვაგანაც ასწავლონ. მე ვფიქრობ, რომ არ არის ეს ცუდი, არ მყავს ისეთი მასწავლებლები, ვინც თავის მოვალეობას კარგად არ ასრულებს. თუ მასწავლებელი დაკავებულია, სრული განაკვეთი აქვს, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ უნდა დასჯერდნენ ერთ სკოლაში მუშაობას. ჩემ სკოლაზე არ შემიძლია ამის თქმა, მე ვერ ავკრძალავ, რადგან ცოტა საათები აქვთ. ცალსახაა მიდგომა და ყველას თავისი აზრი გააჩნია, მაგრამ უმჯობესია ყველა იყოს ერთ სივრცეში. ძალიან არ მომწონს, როდესაც ახალ კადრებს ხშირად არ ეძლევათ შესაძლებლობა სკოლაში სწავლების“.

ივანე გისი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულის საჯარო სკოლის დირექტორი:

„არის ისეთი საგნები, სადაც კადრების დეფიციტია და ამიტომ უკვე სერთიფიცირებულ და სისტემაში მყოფ მასწავლებლებს უწევთ შეითავსონ სხვადასხვა სკოლაში ეს საათები, მაგალითად ქიმი, ფიზიკა და საბუნებიმეტყველო საგნები. საათებიც ცოტა აქვთ და შესაბამისად ანაზღაურებაც, ამიტომ მივესალმები რომ უფლება აქვთ სხვა სკოლაშიც ასწავლონ. ჩვენს სკოლაში სამი ასეთი მასწავლებელია, ახლომდებარე სკოლებში ასწავლიან და ხელი არაფერში ეშლებათ. მე ვისურვებდი, რომ 9 საათი მაინც ჰქონდეთ ამ მასწავლებლებს“.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
 ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:13 საათზე გადმოვიდა
5-6 მაისს ტრანსპორტის სამუშაო განრიგი იცვლება, ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს - დეტალები
აღდგომის დღესასწაულზე გურიაში ტრადიციული ლელო იმართებოდა. 16 კილოგრამიან ტყავის ბურთს სილითა და ნახერხით ავსებდნენ და ასხამდნენ აგუნას წვენს
ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა? - გურამ დოჩანაშვილის არგუმენტირებული პასუხი კითხვაზე
დიდი მარხვის ბოლო დღე - რა უნდა ვიცოდეთ „დიდი შაბათის“ შესახებ
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიება მუსიკის მასწავლებლის - ნათია ბაუჟაძის მომზადებულმა სიმღერებმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამის ფორმაში გამოეწყო და შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა
შიდა სასკოლო ტური გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები პასუხობდნენ წამყვანის მიერ დასმულ ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებზე გათვლილ კითხვებს
საინტერესო
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
სიახლეები
საზოგადოება