სიახლეები
სკოლები

„გამორჩეულად შრომისმოყვარე ახლგაზრდა“- დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლა წარმატებულ მოსწავლეს -  თამარ ჯაყელს გვაცნობს
03-02-2022
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლა წარმატებულ მოსწავლეს - თამარ ჯაყელს გვაცნობს.

თამარი მიზადასახული, ნიჭიერი და ბეჯითი მოსწავლეა, რომელიც ამჟამად FLEX-ის პროგრამით ამერიკაში იმყოფება. 

ის ამერიკულ ცოხვრებასა და გამოცდილებაზე თავად საუბრობს. თამარ ჯაყელს ახასიათებენ თავისი კლასელები, პედაგოგები და მთლიანად სკოლა. 

სკოლაში მისი მიღწევებით ამაყობენ და მომავალშიც წარმატებას უსურვებენ.

„მიზანი, მონდომება და ძალისხმევა - ვფიქრობ, ეს სამი უმთავრესი კრიტერიუმია, რომელიც წარმატების მიღწევაში გეხმარება”-ასე ფიქრობს დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე თამარ ჯაყელი - ამერიკული საბჭოების გაცვლითი პროგრამა „FLEX”-ის გამრაჯვებული.

გამორჩეულად შრომისმოყვარე ახლგაზრდა სხვადასხვა ნიჭითაა დაჯილდოებული. საოცარი ხმის ტემბრის წყალობით არაერთხელ დაატკბო მსმენელი. მუდმივი ძიება, სიახლეების მიმართ ინტერესი შედეგიანი აღმოჩნდა დღეს ის ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს კუთხეს და სკოლას.თავად განსაკუთრებული ინტერესით ეუფლება ამერიკული სკოლის მიერ შეთავაზებულ საგნებს და ფიქრობს, რომ ერთწლიანი განშორება სკოლასთან ნაყოფიერი აღმოჩნდება.მიღებულ გამოცდილებას თავის ქვეყანაში განავრცობს და ქვეყნის სასიკეთო საქმეების კეთებაში აქტიურად ჩაერთვება.

„თამარ ჯაყელი ჩვენი სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული და ნიჭიერი მოსწავლეა. ის მიზანდასახული მოსწავლეა. ცხრა წელია თამარის დამრიგებელი ვარ და ბედნიერი ვარ, რომ ასეთ მოსწავლესთან ურთიერთობის საშუალება მაქვს. თამარი გამოირჩევა თავისი აქტიურობით, ჩართულობით სხვადასხვა სოციალურ თუ სასწავლო პროექტში. ძალიან თავისუფალი და კომუნიკაბელური მოსწავლეა. გაკვეთილზე  ხშირად გვისაუბრია მისთვის საინტერესო თავისუფალ თემებზე. ვფიქრობ, თამარის წარმატება განაპირობა მისმა დაუღალავმა შრომამ და ყველაფრის მიმართ ინტერესმა. ის ჩვენი სკოლის წარჩინებული მოსწავლეა. მიმაჩნია, რომ თამარი ბევრ წარმატებას მიაღწევს მომავალში!“- ასე ახასიათებს თამარ ჯაყელს ინგლისური ენის პედაგოგი, კლასის დამრიგებელი ეთერ ჩულიხიძე.

რას ფიქრობენ თამარის თანაკლასელები:

სალომე აბულაძე:თ ამარი შრომისმოყვარეა, დასახული მიზნის მისაღწევად თავს არ ზოგავს, რაზეც მისი წარმატება მეტყველებს. მასთან ურთიერთობა სასიამოვნოა.კარგი მოსაუბრეა და ხშირად ვსაუბრობთ სხვადასხვა თემაზე და ეს თითქმის, არ გვბეზრდება.

 თავად თამარის კი უცხოეთში ყოფნას ასე აფასებს:

- ძალიან კმაყოფილი ვარ ყველაფრით. ჩემი ჰოსთი უთბილესი და უსაყვარლესი ქალბატონია და  ძალიან დავუახლოვდი. ჩემთვის ეს ადამიანი მეორე ოჯახი გახდა. ყველანაირად მიგებს და მეხმარება, თუ რამე მიჭირს.მხარს მიჭერს ახალ წამოწყებებში.

- როგორია ამერიკული სკოლა?

-აქაური სკოლა სრულიად განსხვავებულია საქართველოსგან. არჩევითი საგნები ბევრია. კლასებს ყოველ გაკვეთილზე ვიცვლით. სულ სხვადასხვა კლასელებთან მიწევს ყოფნა. მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტეებს ერთად გვაქვს გაკვეთილები (ვისაც ერთი და იგივე საგანი გვაქვს აღებული). უმეტესად კონსპექტებს ვადგენთ და ისე ვსწავლობთ. საგნები თითქმის იგივე სახისაა აქაც. განსხვავებულია კულინარია, თეატრი, გუნდი, წყლის მეცნიერება, დიზაინი და კიდევ ბევრი, მაგრამ ყოველივე ეს სკოლებზეცაა დამოკიდებული. გაცვლითი პროგრამის სხვა ქართველ ბავშვებს სხვანაირი სკოლის გრაფიკი აქვთ.

- რას ურჩევდი შენს თანატოლებს?

- რაც შეეხება რჩევას, მიზანი, მონდომება და ძალისხმევა. ვფიქრობ, ეს სამი არის უმთავრესი კრიტერიუმია წარმატების  მიღწევაში.

- რა გენატრება?

- სიმართლე რომ ვთქვა, დიდად არაფერი მენატრება (მაგრამ შეიძლება სკოლის ცხრაზე დაწყება მენატრება ახლა) თავიდან არ მეგონა, რომ სხვაგან გამგზავრებას და გარემოს შეცვლას ამდენი დაღლილობა შეეძლო მოეტანა. ამის გამო, პირველი თვე-ნახევარი საშინლად დაქანცული ვიყავი და ენერგია არ მქონდა საერთოდ, თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა და ახლა არანაირ დისკომფორტს არ ვგრძნობ. უსაყვარლესი მეგობრები გავიჩინე და აქაური მასწავლებლებიც ძალიან შემიყვარდა.

თამარ ჯაყელმა უმაღლესი შეფასებებით კიდევ ერთხელ ასახელა ჩვენი ქვეყანა, სკოლა, ოჯახი. მისი ნიჭიერებით აღფრთოვანებული ამერიკული სკოლის წარმომადგენლები აფასებენ თამარის შესაძლებლობებს, რაც ჯილდოებითაც აისახება. რამდენიმე  დღის წინ  თამარ ჯაყელი მედლით დააჯილდოვეს მოცარტის მუსიკალური ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის.

მზრუნველი დედის დამსახურებაა ის, რომ თამუნა მრავალმხრივად განვითარებული გოგონაა. დაუღალავი შრომით ჯერ კიდევ აქ, სკოლაში, გვაოცებდა თავმდაბალი, ერთგული, გამორჩეული მოსწავლე.

თამარ ჯაყელი გაზაფხულზე დაბრუნდება საქართველოში და გვჯერა, რომ იქური გამოცდილება სამშობლოშიც გამოადგება და იქნება კარგი მაგალითი სხვებისთვისაც - იფიქრონ, დაგეგმონ და განახორციელონ დასახული მიზნები“,- წერია სკოლის დირექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
რესურსცენტრის უფროსობის მსურველებისთვის გასაუბრებები 13 მაისიდან დაიწყება - დეტალები
პასკის ცხობა წითელ პარასკევს დაუშვებელია - როდის მზადდება სააღდგომო ტკბილეული
დიდი ხუთშაბათი - საიდუმლო სერობის, ზიარებისა და მოწაფის მიერ მაცხოვრის გაცემის წინასწარმეტყველების დღე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და მხატვრული კითხვის საუკეთესოდ წარმოჩენისათვის სიგელით დაჯილდოვდნენ
განათლების როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში – ეს მუდმივი შემეცნებისა და სწავლების პროცესია
ჯიმითის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეები ამ დღის აღსანიშნავად სკოლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ
 
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
სიახლეები
საზოგადოება