სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

„სკოლებზე საიზოლაციო დღეების შემცირება დადებითად აისახება“ - სკოლის დირექტორები გადაწყვეტილებას აფასებენ
21-01-2022
-
+


საქართველოში იზოლაციისა და კარანტინის ვადები შემცირდა - ასიმპტომური და მსუბუქი შემთხვევების ვადად 8 დღე განისაზღვრა. როგორც Etaloni.ge- გაარკვია, იგივე წესი ვრცელდება სკოლების შემთხვევაშიც - კლასი/სკოლა საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ 8 დღით გადადის იზოლაციაში.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას საჯარო სკოლის დირექტორები etaloni.ge - სთან აფასებენ. გაეცანით, რა პოზიცია აქვთ საიზოლაციო პერიოდის შემცირებასთან დაკავშირებით და ფიქრობენ, თუ არა რომ ეს გადაწყვეტილება სასწავლო პროცესზე იქონიებს გავლენას.

ნონა მენაბდიშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლის დირექტორი:

„გადაწყვეტილება შეთანხმებულია ეპიდემიოლოგებთან, ამიტომ ვეთანხმები, რომ ორი კვირის ნაცვლად, სკოლებსაც 8-დღიანი საიზოლაციო პერიოდი გვქონდეს. ამ ეტაპზე რეგულაციების დაცვით სწავლას საკლასო ოთახებში ვაგრძელებთ. სკოლაში ამ დროოისთვის არც ერთი პედაგოგი და მოსწავლე არ არის ინფიცირებული. ონლაინ სწავლებაზე მხოლოდ ისინი არიან, ვინც დასწრებით მოდელზე უარი თქვა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მასწავლებელიც დისტანციურად არის, ისინი, რომელთა ოჯახის წევრებიც რისკჯგუფს მიეკუთვნებიან. სხვა მხრივ სკოლაში სწავლა მშვიდ ვითარებაში, რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.

ოთარ ვანაძე, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენ მცირეკონტინგენტიანი სკოლა ვართ, სულ 52 მოსწავლე გვყავს და არც გადავსულვართ აქამდე დისტანციურ სწავლებაზე. აქ სოფლის სპეციფიკაა, მშვიდი გარემოა, რეგულაციებს ვიცავთ და შესაბამისად ვირუსის მხრივ სირთულე არ გვქონია. იზოლაციის ვადებს ექიმები წყვეტენ. აქამდე რა გადაწყვეტილებაც იყო, ყველა გავითვალისწინეთ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ“.

ნინო ნიკოლეიშვილი, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის საჯარო სკოლის დირექტორი:

„თუ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციაა, რომ ვირუსი უკვე აღარ მოითხოვს გრძელვადიან საიზოლაციო პერიოდს, ძალიან კარგია და რა თქმა უნდა, დადებით შედეგს გამოიღებს სასწავლო პროცესში. მოსწავლეები და მასწავლებლები დიდი ხნით აღარ იქნებიან დისტანციურ რეჟიმზე. ამ ეტაპზე სკოლაში კარგი მდგომარეობაა, არ გვყავს არც ერთი ინფიცირებული და სწავლა საკლასო ოთახებში მიმდინარეობს. ვიცავთ რეგულაციებს და სასწავლო პროცესს შემართებით ვაგრძელებთ“.

ცირა შუბითიძე-მჭედლიძე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეს გადაწყვეტილება დადებით ეფექტს მოახდენს სწავლის ხარისხზე, ვინაიდან მოსწავლეები ნაკლები დროით გადავლენ დისტანციურ სწავლებაზე. პირისპირ სწავლება რა თქმა უნდა უკეთესია, განსაკუთრებით დაწყებით კლასის მოსწავლეებისთვის. ჩვენთან ამ ეტაპზე მოსწავლეებს დიდთოვლობის გამო უფრო აქვთ სკოლაში სიარულის პრობლემა, ვიდრე ვირუსის გავრცელების მხრივ“.

გიორგი პაპიძე, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარების საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩემი აზრით, აუცილებლად დადებითად აისახება იზოლაციის და კარანტინის ორკვირიანი ვადის შემცირება, რადგან თუ ვირუსის გამო მოგვიწევს დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა, უფრო სწრაფად მოვახერხებთ ჩვეულ სასწავლო გარემოში დაბრუნებას. მაგალითად ახლა ჩვენს სკოლაში 7 კოვიდინფიცირებული მასწავლებელია, ამიტომ დღეს ვგზავნით განათლების სამინისტროში მოთხოვნას ჰიბრიდულ სწავლებასთან დაკავშირებით, რადგან საჭიროა, რომ რამდენიმე კლასიც გადავიდეს დისტანციურ სწავლაზე. სწორედ ამიტომ საკარანტინე დღეების შემცირება მისასალმებელია ჩვენთვის“.

მანანა ხაზალია, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

„თანდათან უფრო იზრდება დისტანციურ სწავლებაზე გადამსვლელთა რიცხვი. ვფიქრობ, ვადის შემცირების გამო მშობელს შეიძლება უფრო შეეშინდეს ბავშვის სკოლაში გამოშვება, იფიქროს, რომ 8 დღე საკმარისი არ არის ბოლომდე გამოჯანმრთელებისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, მსგავს გადაწყვეტილებებს სპეციალისტები იღებენ. ჩვენს სკოლაში კოვიდის შემთხვევები თითზე ჩამოსათვლელად გვაქვს, შიდა გავრცელება კი საერთოდ არ გვქონია“.

ტანია სვიანაძე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

„როგორც ამბობენ, ახალი შტამი „ომიკრონი“ იმდენად აგრესიული არ არის და ეს გადაწყვეტილებაც შესაძლებელია სწორედ ამიტომ მიიღეს სპეციალისტებმა. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, ვფიქრობ, მშობლები მაინც ინდივიდუალურად გადაწყვეტენ, რამდენ ხანს დატოვებენ შვილებს ონლაინ სწავლებაზე. ამ ეტაპზე 12 ბავშვი გვყავს ონლაინ სწავლებაზე. სხვა მხრივ არანაირი პრობლემა არ გვაქვს და შეუფერხებლად ვსწავლობთ“.

ირმა გიორგაძე, წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ამ გადაწყვეტილებას სპეციალისტები კვლევების საფუძველზე იღებენ და შესაბამისად, ჩვენც ვემორჩილებით. თუმცა დღეების შემცირება მხოლოდ მათემატიკურად შეამცირებს პრობლემას. დისტანციური სწავლებისას მოსწავლესთან კომუნიკაცია ფერხდება, მასწავლებელი ლექტორის როლში გამოდის, რაც ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის მიუღებელია.  იზოლაციისა და კარანტინის დღეების შემცირება, დისტანციური გაკვეთილების რაოდენობასაც შეამცირებს და რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მისასალმებელია“.

ეკატერინე მაისურაძე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ვფიქრობ, დადებითად აისახება სასწავლო პროცესზე საიზოლაციო დღეების შემცირება, რადგან სკოლაში ყველანაირი რეგულაცია დაცულია. სკოლა აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, რესურსცენტრი ინტენსიურად გვამარაგებს და მაქსიმალურად გვიწყობს ხელს რეკომენდაციების შესრულებაში, რათა სკოლაში ვირუსის გავრცელების საშიშროება არ იყოს. დიდი მხარდაჭერა გვაქვს მშობლების მხრიდანაც, რადგან ყველას სურს, მოსწავლემ რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს სასკოლო გარემოში“.

მაკა კუპრაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის საჯარო სკოლის დირექტორი:

„რა მდგომარეობაცაა ახლა ქვეყანაში, იმით თუ ვიმსჯელებთ, ჩემი აზრით 8 დღიანი იზოლაციის ვადა მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის საკმარისი იქნება. ჩვენ ჩვეულებრივად დავდივართ სკოლაში, მოსწავლეების უმრავლესობაც დადის სკოლაში. მხოლოდ სამი მოსწავლის მშობელმა გამოთქვა ამ ეტაპზე დისტანციურად სწავლის სურვილი და ის ბავშვები გადავლენ ონლაინ სწავლებაზე. ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ბავშვების სკოლებში სიარულისკენ იქნება მიმართული, სწორად მიმაჩნია“.


კომენტარები


ეტალონი
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
სიახლეები
რომელ საგანმანათლებლო რესურსცენტრში რამდენი განაცხადი შევიდა უფროსის პოზიციის დასაკავებლად - ზოგიერთ რესურსცენტრში უფროსობის სურვილი 55-მა კადრმა გამოთქვა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ახალი წესი - პრემიერის დადგენილება ძალაშია
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
პროფესიული განათლების მიმართულებით 2024 წლის პირველი თანამშრომლობითი ვიზიტის მასპინძელი დაწესებულების გამოვლენა დაიწყო 
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამაში „კანფეტების ისტორია“
 

მოსწავლეებმა ამ დღის შესახებ ისაუბრეს, ნამუშევრები დაამზადეს, ცოდნა გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ამჯერად, გაიმართა შიდა სასკოლო ჩემპიონატის - „ტვინების ბრძოლა“, გაზაფხულის სეზონი, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ
ღონისძიება პედაგოგების - მარინე ირიციანისა და გაიანე ვარდაპეტიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა
პედაგოგის თქმით, განსაკუთრებით სახალისო აღმოჩნდა შეხვედრის ბოლო ნაწილი
საინტერესო
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
სიახლეები
საზოგადოება