სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჯგალის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საოცარი საახალწლო სანახაობა
30-12-2021
-
+


კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლაში საახალწლო განწყობის შესაქმნელად განსაკუთრებულად ზრუნავდნენ.

სკოლის საოცრად ნიჭიერმა მოსწავლეებმა საახალაწლო ზეიმი გამართეს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა საინტერესო აქტივობები წარადგინეს.

„ახალი წელი ჩვენი კულტურისათვის და არა მარტო ჩვენი კულტურისათვის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელსაც პატარა თუ დიდი მოუთმენლად ელოდება. თითოეული ჩვენგანი ამ დღესასწაულს ახალი იმედებით, სურვილებითა და მიზნებით ეგებება სადღესასწაულო განწყობითა და ზეიმის ფონზე. სწორედ ამგვარი სადღესასწაულო განწყობით გააცილეს ჩვენმა უმცროსმა მეგობრებმა 2021 წელი და მხიარული, ხალისიანი, იმედითა და უკეთესი მომავლის მოლოდინით სავსე ფიქრებით შეეგებნენ ახალ, 2022 წელს. მოსწავლეებმა საახალწლო ზეიმზე ლექსებთან და ცეკვა-სიმღერებთან ერთად დამსწრე საზოგადოებას მცირე საახალწლო თეატრალური სანახაობა წარუდგინეს. ზეიმის ბოლოს საჩუქრებით დახუნძლული ხურჯინით თოვლის ბაბუაც გამოჩნდა და საჩუქრებთან ერთად ღიმილები დაგვირიგა, სილაღითა და ხალისით აგვავსო, როგორც წარმოდგენის მონაწილეები, ასევე დამსწრე საზოგადოებაც. ამგვარად, 2022 წელს იმედებით, ოცნებებითა და უკეთესი ხვალინდელი დღის რწმენით სავსე ხურჯინით ვხვდებით. დაე, ფეხბედნიერი ყოფილიყოს 2022 წელი სრულიად საქართველოსათვის! ბედნიერება, ხვავი, ბარაქა და ყოველივე საუკეთესო მოეტანოს თითოეული ოჯახისათვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება