სიახლეები
სკოლები

„ღონისძიებები მხოლოდ საკლასო ოთახებში ბავშვებისა და დამრიგებლების მონაწილეობით გაიმართება“-სკოლების დირექტორები საახალწლო სამზადისის შესახებ
21-12-2021
-
+


საქართველოს საჯარო სკოლებში საახალწლო სამზადისი აქტიურ ფაზაშია. პანდემიიდან გამომდინარე ხალხმრავლობა და მასშტაბური ღონისძიებების გამართვა რეკომენდირებული არ არის, თუმცა სკოლებში პედაგოგები, დირექციის ხელშეწყობით, ცდილობენ საახალწლო განწყობა და ხალისი მოსწავლეებს მაინც ჰქონდეთ. etaloni.ge სხვადასხვა საჯარო სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა, რათა გაეგო თუ როგორ ემზადებიან საახალწლოდ და რას ისურვებდნენ მომავალ 2022 წელს. 

ნატო გვარლიანი, მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლაში წინასაახალწლო განწყობა ჯადოსნურია, თოვლიც ულევი გვაქვს. სკოლაში მცირე ღონისძიების ჩატარებას, რა თქმა უნდა, რეგულაციების დაცვით, ვაპირებთ, ამასთან, კოვიდი ყველამ მოიხადა და საშიშროება არ არის. ბავშვები საახალწლო კარნავალს მოუთმენლად ელიან და პატარ-პატარა საჩუქრებს ამზადებენ. მინდა, მომავალი 2022 წელი ისეთი ყოფილიყოს, რომ გარეთ გამოსვლის არ გვეშინოდეს. მინდა ძველი ცხოვრება და ურთიერთობები აღდგეს და ვირუსის შიში გაქრეს. 

მამია ივარდავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ:

წელს, პანდემიიდან გამომდინარე ცოტა შეზღუდულები ვართ, თუმცა დაწყებითი კლასების მოსწავლეებს საჩუქრის სახით ვაპირებთ დიდ ეკრანზე მათთვის საყვარელი ანიმაციური ფილმი ვაჩვენოთ. მინდა, ყველას მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი, ვუსურვო წარმატებები და მშვიდობა. ასევე, ვისურვებდი, ეს პანდემია მალე დასრულდეს და ის სიხარული დაბრუნდეს სკოლებში რაც ადრე იყო.

ზურაბ დარჩიძე, ფრიდონ მახარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეების საჯარო სკოლის დირექტორი:

პანდემიიდან გამომდინარე, დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები საკუთარ კლასებში მცირე ღონისძიებებით აღნიშნავენ დამდეგ ახალ წელს. ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მივიღეთ, რომ ხალხმრავლობა არ იყოს და ყველა რეგულაცია დავიცვათ. სკოლაში ნაძვის ხეც უკვე დავდგით. სრულიად საქართველოს მოსწავლეებს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს და ვუსურვებ გამთლიანებულ, ბედნიერ საქართველოში იცხოვრონ.

ნარგიზ ჯინჭარაძე, ქობულეთის N5 საჯარო სკოლის დირექტორი:

ნაძვის ხე სკოლაში დავდგით, მაგრამ საახალწლო მასშტაბური ღონისძიება პანდემიიდან გამომდინარე არ იგეგმება. საახალწლოდ კონკურსი - „საახალწლოდ მორთული საუკეთესო საკლასო ოთახი“ მოვიფიქრეთ. ეს კონკურსი კონკრეტულად მხოლოდ საკლასო ოთახებს შეეხება, ვინ როგორ ორიგინალურ ნაძვის ხეს დადგამს. საუკეთესო კლასს დირექცია სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემს. ბავშვები კონკურსისთვის, დიდი ენთუზიაზმით ემზადებიან. საუკეთესო სურვილებით ვულოცავ ყველას განსაკუთრებით საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს, ხალისიან მომავალ წელს ვუსურვებ, და რაც მთავარია, ჯანმრთელობას ვუსურვებ. მინდა, ყველას დიდსა თუ პატარას საუკეთესო წელი ჰქონოდეს და 2022 წელი ყოფილიყოს წარმატებებისა და სასიხარულო ამბების მომტანი.

ციური გოგიბერიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლის დირექტორი:

ნაძვის ხე სკოლის ფოიეში უკვე ერთი კვირაა გვიდგას, ხოლო პანდემიიდან გამომდინარე საახალწლო ღონისძიებები მხოლოდ საკლასო ოთახებში ბავშვებისა და დამრიგებლების მონაწილეობით გაიმართება. დამდეგ ახალ წელს არამარტო ჩემს მოსწავლეებს, არამედ ყველა პატარას ვულოცავ და ვისურვებ ჯანმრთელობა, მშვიდობა და წარმატებები ჰქონოდეთ.

კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

ორ სკოლაში დასაქმებული მასწავლებლებისთვის - სამინისტროს განმარტება

ანაზღაურება 3300 ლარია - რა პოზიციაზე აცხადებს ვაკანსიას მანდატურის სამსახური 

ასაშენებელი და გასარემონტებელი სკოლების პრიოტიტეტულ სიას განათლების სამინისტრო ადგენს

არჩევანის გაკეთების ვადა დღეს, 1-ელ ნოემბერს იწურება - emis ინფორმაციას ავრცელებს

მასწავლებლებმა, აღზმრდელებმა, დირექტორებმა ქონების გადასახდი უნდა გადაიხადონ, თუ... - ფინანსთა სამინისტრო განმარტავს

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები

„ვუსურვებთ მომავალ წარმატებებსა და ახალ მიღწევებს სპორტულ და საგანმანათლებლო სფეროებში“

საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება