სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„კოვიდრეგულაციებთან დაკავშირებით სხვადასხვა კლასის მოსწავლეებთან შეხვედრებს ვატარებთ“- ბირკიანის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ წინწალაშვილი
10-11-2021
-
+


როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, რას ფიქრობს კომპლექსური დავალებების შესახებ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით etaloni.ge-სთან​ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირკიანის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ წინწალაშვილი საუბრობს.

- როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში სასწავლო პროცესი ? ამ ეტაპისთვის სწავლების რომელ ფორმაზე ხართ (დასწრებითი, დისტანციური თუ ჰიბრიდული) ? როგორია მოსწავლეთა და მშობელთა განწყობა არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით ?

- ამ ეტაპისთვის სწავლის პროცესი მიმდინარეობს დასწრებითი მეთოდით. რა თქმა უნდა არის შიშის ფაქტორი, მაგრამ მასწავლებლებიც და მშობლებიც მაქსიმალურად ცდილობენ დაიცვან რეგულაციები და ამ ფონზე შეიქმნან მშვიდი განწყობა.

- ხშირად აზრთა სხვადასხვაობაა კომპლექსური დავალებების საკითხზე. თქვენ რამდენად მოგწონთ დავალებების ეს ფორმატი ? მასწავლებლებს ? მშობლების დამოკიდებულება როგორია სწავლების მსგავსი მეთოდის მიმართ ?

- დავალებების ეს ფორმატი რიგი მასწავლებლებისთვის არ აღმოჩნდა ისეთი კომფორტული, როგორიც უნდა ყოფილიყო. ისინი აღნიშნავენ, რომ დროის უმეტესი ნაწილი კომპლექსურ დავალებას მიაქვს, რის შედეგადაც რიგი სხვა აქტივობები დროში იზღუდება. ასევე, მშობლებიც აღნიშნავენ, რომ მათ უწევთ უმეტესად შვილებთან მუშაობა.

- პანდემიიდან გამომდინარე მიმდინარე სასწავლო წელს ძირითადად რა სახის აქტივობა-ღონისძიებებითაა თქვენი სკოლა დატვირთული ?

- ჩვენ ვატარებთ შეხვედრებს სხვადასხვა კლასის მოსწავლეებთან კოვიდრეგულაციებთან დაკავშირებით, რათა მათ გაითავისონ მათი დაცვის აუცილებლობის შესახებ.

- როგორც მშობლები აღნიშნავენ, არსებული სიტუაციის და მისგან გამომდინარე გაცდენებისა თუ სწავლების ფორმატის გათვალისწინებით მოსწავლეებს ხშირად ექმნებათ სასწავლო პროგრამის ათვისების სირთულე. რამდენად ემხრობით (ან აპირებთ) მსგავს შემთხვევებში სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე ?

- ამ შემთხვევაში შგვიძლია აღდგენები ჩავატაროთ ონლაინ ფორმატში, რათა მოსწავლე დაეწიოს მასალას, შაბათი დღის დაკავების ნაცვლად.

- როგორია თქვენ სკოლაში აცრილ მასწავლებელთა (სასკოლო საზოგადოების) პროცენტულობა და თუ ფლობთ ინფორმაციას მშობლების ვაქცინაციის მაჩვენებლის შესახებ ?

- მასწავლებლების, ჯერჯერობით მცირე ნაწილია აცრილი (4 პედაგოგი), მაგრამ ვიმედოვნებთ ეს მაჩვენებელი მალე გაიზრდება. მშობლების ვაქცინირების შესახებ, ჩვენი ინფორმაციით მხოლოდ ორი მშობელია აცრილი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება