TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

კერძო სკოლა „დავითიანი-მარინა გორშკოვა'' „ეტალონს“ სპექტაკლით დახვდა
07-02-2018
-
+


„ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ბოლნისის კერძო სკოლა „დავითიანი-მარინა გორშკოვას'' ესტუმრა.

გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის „ბოლნისის ეტალონ მოსწავლეს“, ლიკა უგრეხელიძეს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა.


ამასთან, კერძო სკოლა „დავითიანი-მარინა გორშკოვას'' „ეტალონის“ ეგიდით, ლიტვის საელჩოსგან სპეციალური ალმანახი გადაეცა, პირადად ლიტვის ელჩის, გიედრიუს პუოჯუნასის ხელმოწერით.

ღონისძიებას ბოლნისის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი კობა ჟღენტი, რესურსცენტრის უფროსი ია სვანიძე, სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. 

სკოლამ „ეტალონის“ პატივსაცემად სპექტაკლი გამართა. სპექტაკლის თემა მრავალეთნიკურ ბოლნისს და მის ერთიანობას შეეხებოდა. 

დაჯილდოვებაზე დირექტორმა მარინა გორშკოვამ ინტელექტ-შეჯიბრი სიკეთის ეტალონად შეაფასა:

„ეტალონი“ ჩემთვის ასოცირდება სიკეთესთან, გულწრფელობასთან, განათლებასა და კომპეტენტურობასთან. მაქსიმალურად ვცდილობთ, სულ ვიყოთ თქვენ გვერდით, ყველანაირ პროექტში ჩავერთოთ. თქვენი ახალი პროექტი Izrune.ge-თ გაოცებული დავრჩი. მთელი სკოლა უნდა იყოს ამ ინოვაციურ პროექტში ჩართული. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ რაც მაინტერესებს, ყველაფერია Etaloni.ge-ზე.  ჩვენს სკოლაში სოციალურად დაუცველები უფასოდ სწავლობენ, რადგან ჩვენთან მატერიალურს იმდენად არ ვაქცევთ ყურადღებას. ჩვენთვის მთავარი სიკეთეა. 125 ბავშვიან სკოლაში შარშან 2 მოსწავლე იყო საუკეთესო მონაწილეებს შორის. ეს მნიშვნელოვანი ფაქტია. ამით ძალიან ვამაყობ. ძალიან ბევრი სპექტაკლის ავტორი ვარ და დღეს დადგმული სპექტაკლიც ჩემი ავტორობითაა. ჩემი სათქმელი გადმოვეცი ამ დადგმით,“- აღნიშნა მარინა გორშკოვამ. 

შეხვედრის ბოლოს, „ეტალონის“ ავტორმა და წამყვანმა მოსწავლეებს წარმატებები უსურვა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან

ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო

 

რეგისტრაციას ვერ გაივლით თუ თანხა არ გექნებათ ჩარიცხული - მნიშნელოვანი ინფორმაცია, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

განათლების სამინისტრო სტუდენტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

რატომ ვერ მიიღეს მასწავლებლებმა ფინანსური დახმარება - განმარტება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა 

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

„მოსწავლეების წარმატება ჩემი მოტივაციის მთავარი წყაროა“- კირიხლოს საჯარო სკოლის დირექტორი მეხმან მუსაევი 

მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე როგორიცაა კლიმატის ცვლილება
 
საინტერესო

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება