სიახლეები
ეტალონი

''ბოლნისის ეტალონის'' მონაწილისთვის კონკურენტი დის წარმატება ემოციური აღმოჩნდა
09-02-2017
-
+


სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება.

ამჯერად ''ბოლნისის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.  

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ბოლნისის ძიუდოს დარბაზში ჩატარდა.    

ბოლნისის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.
 
ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი, რესურსცენტრის უფროსი ია სვანიძე, გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი კობა ჟღენტი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სალია, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ. 

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა. 

''ბოლნისის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს კერძო სკოლა ''დავითიანი-მარინა გორშკოვას'' მე-9 კლასის მოსწავლე ლიკა უგრეხელიძე დაეუფლა.

''ბოლნისის ეტალონი მოსწავლე'' Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ გამარჯვება მისთვის მოულოდნელი იყო:

''ნამდვილად არ ველოდი გამარჯვებას, ძალიან ბედნიერი ვარ. კონკურსში ჩემი ძმაც მონაწილეობდა. მასაც იმდენად გაუხარდა ჩემი გამარჯვება, რომ თავი ვერ შეიკავა ემოციისგან და ცრემლები წამოუვიდა. ეტალონში მონაწილეობა ყველა მონაწილისთვის ძალიან დიდი შანსია, რომ წარმატებას მიაღწიონ.''

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით შერაზადიშვილის თქმით, ''ბოლნისის ეტალონი მოსწავლე'' ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებს:

''მთელი გულით ვულოცავ ''ბოლნისის ეტალონ მოსწავლეს'', ლიკა უგრეხელიძეს  გამარჯვებას და ფინალურ ტურში წარმატებებს ვუსურვებ. ჩემი დიდი პატივისცემა მინდა გამოვხატო ამ პროექტის ავტორისა და სულისჩამდგმელის გოჩა ტყეშელაშვილის მიმართ, რომელიც უკვე 10 წელია ერთგულად უდგას სათავეში მართლაც მამულიშვილურ საქმეს. მეტად მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ არსებობს პროექტი, რომელიც ახალგაზრდა თაობის ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენას უწყობს ხელს, რაც, შესამაბისად, მოსწავლეების მხრიდან სწავლის მიმართ მოტივაციის ხარისხის ზრდას უწყობს ხელს. მიმაჩნია, რომ ეს არის მომავლის პროექტი, ვინაიდან ინტელექტუალი ახალგაზრდა თაობა ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარების უპირობო გარანტია. სწორედ ამიტომ, დღეს ამ კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეს ლიკა უგრეხელიძეს, ჩემი გადაწყვეტილებით, ერთი წლის განმავლობაში, დაენიშნება ყოველთვიური 100 ლარიანი სტიპენდია''.  

რესურსცენტრის უფროსის ია სვანიძის თქმით, შარშანდელთან შედარებით წელს ''ეტალონში'' ორჯერ მეტი მოსწავლე მონაწილეობდა:

''ეტალონი'' ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ხელს უწყობს მოსწავლეთა შემეცნებითი უნარების განვითარებას, მათი მოტივაციის გაზრდას. ბოლნისში ჩატარებულ ''ეტალონში'' 82 მოსწავლე მონაწილეობდა, საკმაოდ მაღალი ქულები დაფიქსირდა. კონკურსი ძალიან  კარგად იყო ორგანიზებული. მოსწავლეთა ინტერესი ამ ინტელექტუალური შეჯიბრის მიმართ წელს უფრო მაღალი იყო, რადგან მონაწილეთა რაოდენობა შარშანდელთან შედარებით თითქმის ორჯერაა გაზრდილი.''

''დავითიანი-მარინა გორშკოვას'' სკოლის დირექტორი მარინა გორშკოვა ''ბოლნისის ეტალონ მოსწავლეს'' საუკეთესო მოსწავლედ ახასიათებს:

''ჩვენი სკოლა ''ეტალონის'' ღონისძიებაში ყოველ წელს მონაწილეობს და კარგ შედეგზეც გავდივართ. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ''ეტალონის'' 82 მონაწილიდან პირველ-მეორე ადგილზე ჩვენი სკოლის მოსწავლეები გავიდნენ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სკოლის პედაგოგებს, რომ ასე კარგად მუშაობენ მოსწავლეებთან. ჩვენს სკოლაში ეტალონის ინტელექტუალური კლუბი ფუნქციონირებს. ამ კლუბის წევრები არიან პირველ და მეორე ადგილზე გასული მოსწავლეები. ყველანი აღფრთოვანებული ვართ ბატონი გოჩას შემართებით, ''ეტალონის'' ძალიან დიდი გულშემატკივრები ვართ. რაც შეეხება გამარჯვებულს, ლიკა უგრეხელიძე საუკეთესო მოსწავლეა. ჩვენი სკოლის სიამაყეა. ის აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებაში. ლიკა არაერთი პროექტის გამარჯვებულია, დიდი წარმატებები აქვს თეატრალური კუთხით. იმედი გვაქვს, რომ სკოლას ოქროს მედალზე დაამთავრებს.'' 

''ბოლნისის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი ლიკა უგრეხელიძე გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება.  

''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.  

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

მასწავლებელთა გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა - ქულების გასაჩივრებას 19 დეკემბრიდან შეძლებთ

საჯარო სკოლებთან დაკავშირებით სპეციალური კომისია შეიქმნება - ცნობილია შემადგენლობა და უფლებამოსილება

„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“ 

9 იანვარი ბოლო დღეა - სემესტრულ შეფასებებთან დაკავშირებით emis დეტალურ რეკომენდაციას ავრცელებს

ტესტირება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩატარდება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა დიდი ინტერესითა და მონდომებით წარმოადგინეს ქართული საახალწლო რიტუალები

სკოლა ულოცავს დასს მიღწეულ წარმატებებს და მადლობას უხდის რეჟისორ დათიკო დარსალიასა და პედაგოგ დათო შენგელიას

მოსწავლეებმა პატივი მიაგეს დაღუპულ გმირთა მემორიალს

ეკოტურმა მნიშვნელოვნად გაამრავალფეროვნა სასკოლო სწავლება, გააღრმავა მოსწავლეების ცოდნა ბიოლოგიაში, გეოგრაფიაში, გეოლოგიასა და ეკოლოგიაში“

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება