სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოსწავლეს სურს სამართლიანი ატმოსფერო, კრიტიკული შეკითხვების ასპარეზი, დისკუსია საინტერესო თემებზე“- ირინა ხელისუფალი, დაბა წაღვერის სკოლის დირექტორი
13-10-2021
-
+


რა სურს მოსწავლეს, რას ნიშნავს მისთვის პასუხისმგებლობა, რას ისურვებდა 10 წლის შემდეგ, ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, თავის აზრს ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლის დირექტორი ირინა ხელისუფალი გვიზიარებს. 

- სკოლაში იგრძნობა...

- სითბო, თანამშრომლობითი გარემო, ერთმანეთის დახმარების სურვილი და მოტივაცია.

- მოსწავლეს სურს...

- სამართლიანი ატმოსფერო, კრიტიკული შეკითხვების ასპარეზი და დისკუსია საინტერესო თემებზე. ჩვენი პროფესიონალიზმი მათი მოტივაციით იზომება!

- კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია...

- სიახლეებს სათანადოდ უპასუხო. სიტყვა ,,რეგულაცია" განუყრელი ქცევა ხდება და გადამწყვეტი გადაწყვეტილებების საწირო დროს მიღება რთული, მაგრამ დაძლევადი პროცესია. 

- პასუხისმგებლობა ნიშნავს...

- იტვირთო ის, რაც სხვისთვის შეიძლება შეუძლებელია, მაგრამ თავდაჯერებით უძღვები და ცდილობ ყველა კომპონენტით უფრო და უფრო გაზარდო! პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ ის, რაც გვევალება, ბევრად მეტია - თამამი ნაბიჯია სხვათა საკეთილდღეოდ!

- 10 წლის შემდეგ ვისურვებდი...

- სასკოლო ცხოვრება ერთნაირად მნიშვნელოვანი გახდეს როგორც მოსწავლისთვის, პედაგოგისთვის, ისე მშობლისთვის. მეტი მზრუნველობით უნდა ჩავებათ ამ სამკუთხედში, რადგან ამას მომავლის მსახურება დავარქვით!

- პედაგოგებს სჭირდებათ...

- წარმატება და ამ წარმატებისკენ ყველა ბერკეტის გადალახვაში ხელშეწყობა. ვფიქრობ, ეს უფრო პრიორიტეტია მათთვის, რათა გახდეს ნოვატორი, გაუჩნდეს მიმღებლობა ახალ-ახალი გამოწვევებისადმი! 

- სასკოლო საგნებს დავამატებდი...

- კიდევ რომელიმე ევროპულ ენას. მოსწავლეებში არის საკმარისი სურვილი ენების შესწავლისადმი და ეს ფრიად საიმედო ფონს ქმნის!

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება