სიახლეები


განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე რომან სურმანიძე საინტერესო ვებინარს დაესწრო
21-09-2021
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე რომან სურმანიძე ვებინარს - „უნარები პიკის ახალგაზრდებისთვის“ დაესწრო. 

ვებინარების სერიამ 5 სესია მოიცვა. ვებინარის შესახებ მოსწავლე თავად გვიყვება. 

„16-20 სექტემბერს დავესწარი ჩემთვის უმნიშვნელოვანესს ვებინარს - „უნარები პიკის ახალგაზრდებისთვის“. „უნარები პიკის ახალგაზრდებისთვის„ არის გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის - ნინო გოგოხიას საინიციატივო პროექტი.

პროექტის მიზანი იყო პიკის თაობის ახალგაზრდებისთვის საჭირო პრაქტიკული უნარების ამაღლება.

აღსანიშნავია, რომ სესიები შერჩეულ იქნა ნინო გოგოხიას კიდევ ერთი მიმდინარე პროექტის - „პიკის თაობის ხმის“ ფარგლებში მიღებულ წერილებზე დაყრდნობით. ნინო გოგოხიას მიღებულ შეტყობინებათა გაანალიზებით განსაზღვრა ის ძირითადი პრაქტიკული უნარები, რომელთა განვითარებაც ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ესაჭიროებათ.

ნინო გოგოხიამ იმოგზაურა მთელ საქართველოში შეხვედრები გამართა ახალგაზრდებთან და მოისმინა მათი საჭიროებები გამოწვევები.

პროექტი მოიცავდა შემდეგ სესიებს:

1. საკუთარი თავის შემეცნება 16 სექტემბერი;

2. სხეულის მართვა 17 სექტემბერი;

3. დროის მართვა 18 სექტემბერი;

4. ერთობა და გუნდური მუშაობა 19 სექტემბერი;

5. ეფექტური კომუნიკაცია 20 სექტემბერი.

ნინო გოგოხია გახლავთ გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი, 2021/2022 წლებში ის მუდამ როგორც ფიზიკურად ასევე ვირტუალურად ხდება ახალგაზრდებს.

ნინო გოგოხიას ხედვა გაეროში გახლვათ მშვიდობიანი, თანასწორი და ინკლუზიური გარემოს შექმნა.

კონფერენციის მომხსენებლები:

ნადია ჰულჩუკ-Urban Spance Radio-ს ოპერაციების ხელმძღვანელი.

ნინო გოგოხია- გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი.

გვანცა ბარაბაძე-პიროვნული და ორგანიზაციული განვითარების სპეციალისტი ტრენერი, ფსიქოლოგი

მაკო ჯაოშვილი-პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი, ტრენერი,მენტორი

მარიამ ხუროშვილი- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის პროგრამის ახალგაზრდა ექსპერტი, ახალგაზრდა ევროპელი ელჩების მენტორი.

დიანა ზუკაუსკაიტე- მსოფლიოს წამყვანი კომპანია DPDHL-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელი.

მადლობა თითოეულ ტრენერს და განსაკუთრებით გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელს ნინო გოგოხიას“,- აღნიშნულია რომან სურმანიძის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
რა არ უნდა გააკეთოთ წითელ პარასკევს - დაუშვებელია, სიმღერა, გართობა, საოჯახო საქმეები....
ვნების კვირის ყველაზე მძიმე დღე - რა უნდა ვიცოდეთ წითელი პარასკევის შესახებ
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიება მუსიკის მასწავლებლის - ნათია ბაუჟაძის მომზადებულმა სიმღერებმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამის ფორმაში გამოეწყო და შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა
შიდა სასკოლო ტური გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები პასუხობდნენ წამყვანის მიერ დასმულ ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებზე გათვლილ კითხვებს
მრავალფეროვან ღონისძიებებს შორისაა ქაული ენისადმი მიძღვნილი ღონისძება, სახელწოდებით - „სიყვარულის, ლექსების და ღმერთების ენავ“ 
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
სიახლეები
საზოგადოება