„წარმატებულ და ნაყოფიერ წელს გისურვებთ“ - ოზაანის საჯარო სკოლა მოსწავლეებსა და თანამშრომლებს სასწავლო პროცესის განახლებას ულოცავს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლა მოსწავლეებსა და თანამშრომლებს ულოცავს ახალ 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებას.სკოლა მოსწავლეებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყებას დიდი სიყვარულით ულოცავს და თითოეულ მათგანს ნაყოფიერ წელს უსურვებს.
„ოზაანის საჯარო სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. წარმატებულ და ნაყოფიერ წელს გისურვებთ“, - ნათქვამია ოზაანის საჯარო სკოლის მილოცვაში.