სიახლეები


თელავის N9 საჯარო სკოლის პედაგოგმა, მარინა სეხნიაშვილმა „საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის“ წოდება მიიღო
09-09-2021
-
+


თელავის N9 საჯარო სკოლის პედაგოგმა, მარინა სეხნიაშვილმა „საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის" წოდება მიიღო.

სკოლის დირექცია ულოცავს პედაგოგს ამ წარმატებას და მის ღვაწლსა და ღირსებებზე საუბრობს.

„სკოლის სიძლიერე რომ პროფესიონალ მასწავლებლებზეა დამოკიდებული აქსიომაა და ყველა ვთანხმდებით. სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - მარინა სეხნიაშვილი რომ დიდი პროფესიონალი, კარგი თელაველი და უღალატო მეგობარია, ესეც ყველამ ვიცით, კოლეგებმა თუ მოსწავლეებმა, მშობლებმა თუ რიგითმა თელაველებმა.
მარინა მასწავლებელს განსაკუთრებით რომ "სტკივა" დამახინჯებული ქართულით მეტყველება, ესეც ყველამ ვიცით და მისი შენიშვნებისა თუ საყვედურების ადრესატები ვინ არ ვყოფილვართ. 
მარინა მასწავლებელს რომ განსაკუთრებით უყვარს სუფთა და ესთეტიკური გარემო, ესეც ყველამ ვიცით და მის გამოჩენაზე უნებურად გარემოს ყველა კრიტიკულად ვათვალიერებთ, რომ რამე არ შეგვეშალოს.
ყველა დასახმარებლად რომ მარინა მასწავლებელს მიმართავს აკადემიური თუ ადამიანური პრობლემების გამო, ესეც ყველასთვის ცნობილია, რადგან მისი დიდი და კეთილი გულის ამბავი მთელმა ქალაქმა იცის.
კიდევ რამდენი რამის დაწერა შეიძლება . . .
ჩვენ კარგად ვიცნობთ მარინა მასწავლებელს. მისი პროფესიული ღირსებები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმაც დაინახა, დააფასა და "საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის" წოდებითა და სამკერდე ნიშნით დააჯილოდვა.
გილოცავთ ქალბატონო მარინა, კიდევ უამრავ წარმატებას გისურვებთ მომავალში“,- წერს სკოლის დირექცია.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
5-6 მაისს ტრანსპორტის სამუშაო განრიგი იცვლება, ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს - დეტალები
აღდგომის დღესასწაულზე გურიაში ტრადიციული ლელო იმართებოდა. 16 კილოგრამიან ტყავის ბურთს სილითა და ნახერხით ავსებდნენ და ასხამდნენ აგუნას წვენს
დიდი მარხვის ბოლო დღე - რა უნდა ვიცოდეთ „დიდი შაბათის“ შესახებ
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
რა არ უნდა გააკეთოთ წითელ პარასკევს - დაუშვებელია, სიმღერა, გართობა, საოჯახო საქმეები....
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიება მუსიკის მასწავლებლის - ნათია ბაუჟაძის მომზადებულმა სიმღერებმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამის ფორმაში გამოეწყო და შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა
შიდა სასკოლო ტური გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები პასუხობდნენ წამყვანის მიერ დასმულ ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებზე გათვლილ კითხვებს
მრავალფეროვან ღონისძიებებს შორისაა ქაული ენისადმი მიძღვნილი ღონისძება, სახელწოდებით - „სიყვარულის, ლექსების და ღმერთების ენავ“ 
საინტერესო
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
სიახლეები
საზოგადოება