სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ახალი სკოლის მოდელის ავტორებს, ე.წ. ქოუჩებსა და ახლადგამომცხვარ ექსპერტებს მინდა, ვკითხო...“ - 10 აქტუალური კითხვა პროექტზე
05-07-2021
-
+


ახალი სკოლის მოდელი, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, კომპლექსურ-შემაჯამებელი დავალებები, განმავითარებელი შეფასება... განათლების მიმდინარე რეფორმას უამრავი სიახლე და უფრო მეტი კითხვისნიშანი ახლავს. გოჩა გოჩოშვილი, სოციალურ ქსელში ამ საკითის ირგვლივ აქტუალურ კითვებს აჟღერებს და მის პოსტს etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ახალი სკოლის მოდელის" ავტორებს, ე.წ. ქოუჩებს, ახლადგამომცხვარ ურიცხვ ექსპერტებს და უბრალოდ, თაყვანისმცემლებს მინდა, ვკითხო.

ოღონდ მანამდე მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროექტის საბაზისო იდეოლოგია არის რევოლუციური გარღვევა ქართული სასკოლო განათლების სინამდვილეში.

კითხვებს ბადებს თვით ამ ბაზისზე დაყრდნობით განსახორციელებელი ნაბიჯები, რომლებსაც მავანნი ისეთი თავქუდმოგლეჯით ლობირებენ, რომ ბაზისსა და ფრიად საეჭვოდ რეკლამირებულ ზედნაშენს შორის კავშირები თითქმის არ არსებობს, ან ძალიან მყიფეა და ჯერარაშენებული უკვე დასანგრევადაა განწირული.

მაშ ასე:

1. თვლით თუ არა, რომ ნებისმიერი რეფორმა, პროექტი ვერ განხორციელდება წარმატებით სკოლების, თუნდაც ყველაზე მარტივი ფორმით, ინფრასტრუქტურული პრობლემატიკის მოგვარების გარეშე?

2. მიგაჩნიათ თუ არა, ხსენებული ამოცანის გადაჭრის გარეშე ვერც ეს პროექტი ვერ დაინერგება სისტემაში ბოლომდე და სრულად?

3. რატომაა აქცენტი გაკეთებული მასწავლებლების მიერ ე.წ. მატრიცების, კურიკულუმების დაუყოვნებლივ და აუცილებლად კეთებაზე ახლავე სასწავლო წლის დაწყებამდე, როცა საგაკვეთილო საათები ჯერ არ განაწილებულა?

4. არ თვლით, რომ ამ პროექტის მთავარი მოტივი - მასწავლებლის შემოქმედებითი თავისუფლება ხდება მხოლოდ დეკლარირებული ხასიათის და თქვენი ქოუჩების „წყალობით “ ყველაფერი იძენს სავალდებულოობის ფორმას, ხასიათს, შინაარსს და რაც ქაღალდომანიის ფაილომანიით შეცვლის წინაპირობაა და საბოლოო ჯამში აჩენს ამ პროექტის წარუმატებლობის განმაპირობებელი ფორმალობის მასშტაბებში გადასვლას?

5. როცა აქცენტი კეთდება მოსწავლეებში მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარების პრიმატულობის - მოდელის მთავარ ამოცანად ჩამოყალიბებაზე, უხერხულობას არ გიქმნით ის ფაქტი, რომ სკოლებში ელემენტარულად უმაღლესი ხარისხის ინტერნეტმომსახურება, თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლეებით მათი მინიმალურ დონეზე აღჭურვაც კი ოცნების დონეზეა?

6. აღარაფერს ვამბობ ჰუმანიტარულ საგნებში ზემოთხსენებული პრინციპის დანერგვის საქმეში საკმაოდ საორჭოფე ვითარებაზე.

და მაინც: მაგ. ქართულ ლიტერატურაში რატომ ვცდილობთ მოსწავლეთაგან ლიტერატურის თეორიის, ლიტმცოდნის ჩამოყალიბებას მაშინ, როცა ლიტერატურის სწავლების ამოცანები სულ სხვა, ფუნდამენტურად განსხვავებულ შრეებშია საძიებელი და ნებისმიერთან მზად ვარ ამაზე აზრიანი, საგნობრივი საუბრისათვის, საქმიანი, შედეგზე ორიენტირებული კამათისათვის.

7. არ თვლით, რომ ნებისმიერი პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის, უპირველეს ყოვლისა, სასიცოცხლოდ აუცილებელია შესაბამისი დონის საგნობრივი პროგრამების, მეთოდური ლიტერატურისა და, რაც მთავარია, თანამედროვე მოთხოვნების და ქართულ სკოლასთან ადაპტირებული სახელმძღვანელოების შექმნა-არსებობა?

გაკმაყოფილებთ ამ სფეროში არსებული სრული განუკითხაობა?

8. თვლით თუ არა, რომ მასწვლებელს ყოველ წელს, ყოველ ჯერზე უნდა ჰქონდეს მისთვის კლასზე მორგებული სახელმძღვანელოს არჩევის უფლება, საშუალება?

9. განა შეიძლება რაიმე საგანმანათლებლო პროექტის დაწყებისას ავტორებს არ ჰქონდეთ გათვლილი რისკფაქტორები მინიმალურ დონეზე მაინც და მერე მათი დაძლევის, აღმოფხვრის გეგმები?

შეიძლება, მათ გარკვეული ეტაპის, თუნდაც საწყისის, გავლის მომენტში არ ჰქონდეთ ჩატარებული გარკვეული კვლევები, გამოკითხვები და ა.შ. მიმდინარე პროცესში გარკვეული გონივრული, აუცილებელი კორექტივების გასაკეთებლად?

10. ნუთუ მოსაწონია ბევრი თქვენი ქოუჩის, ექსპერტის აბსოლუტური თვითდაჯერებულობა? მათი პოზიცია სიჯიუტეში გადასული, როცა რაიმეზე საწინააღმდეგო აზრის გამომთქმელს ლამის პირად მტრად აღიქვამენ და ხშირ შემთხვევაში, უკუკავშირის დამყარებაზე უარს ამბობენ ან ძალზედ არასაქმიანი იერით და ტონით უარს ამბობენ? გმადლობთ“.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ჩაჭრილია 11 პროცენტით მეტი აბიტურიენტი - 2025-2026 წლების მონაცემთა შედარება

სკოლები, რომლებშიც სწავლა ჰიბრიდულ რეჟიმში დაიწყება - მიზეზი რუსთაველის გამზირზის რეაბილიტაციაა

ინფორმაცია იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც ნაშრომი გასაჩივრებული ჰქონდათ

საჯარო სკოლის პედაგოგებმა TikTok-ზე ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოების გამო იჩივლეს 

 

 

ჩარიცხულთა ყველაზე მასშტაბური წილი მოდის სამ მსხვილ სახელმწიფო უნივერსიტეტზე - თსუ, სტუ და ილიაუნი ლიდერები არიან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ალასტანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სტუდენტები გახდნენ

ტყემლოვანის საჯარო სკოლის დირექტორი გიზო კაპანაძე და ადმინისტრაცია უდიდესი სიყვარულით ულოცავენ კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას
 
„სიამაყითა და სიხარულით გილოცავთ სტუდენტობას!“ - ალპანის საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღლესებში ჩარიცხვას ულოცავს

გილოცავთ, გისურვებთ წარმატებულ სტუდენტურ ცხოვრებას და ახალი მწვერვალების დაპყრობას

142-ე საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებულებს სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას ულოცავს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება