სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„ძალიან კარგი იდეაა“ - რას ფიქრობენ დირექტორები ელექტრონული ჟურნალის წარმოების დანერგვაზე
09-04-2021
-
+


როგორ აფასებენ ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას; რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას ამ პროცესში - აღნიშნულ შეკითხვებზე etaloni.ge სკოლების დირექტორების მოსაზრებებს გთავაზობთ:

ნაბი აგაჯანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის, ცოფის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ელექტრონული ჟურნალი უკვე დავნერგეთ, თუმცა მატერიალურსაც ვიყენებთ. ახალი სასწავლო წლიდან კი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ელექტრონულ რესურსებს გამოვიყენებთ, რადგან ასე მუშაობა ძალიან კომფორტულია. ზოგადად ჩემი სკოლა მიესალმება ყველა სიახლესა და ინიციატივას. 

გაიანე მიქაელიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, თახჩის საჯარო სკოლის დირექტორი: 

- ძალიან კარგი იდეაა ელექტრონული ჟურნალის წარმოება - აქ ყველაფერი ნათლად ჩანს, მშობლებს შეუძლიათ, თვალი ადევნონ შვილების აკადემიურ მოსწრებას, მათ განმავითარებელ შეფასებას და რაც მთავარია, ინფორმაცია არის ზედმიწევნით ზუსტი - ვერ შეძლებ არაზუსტი მონაცემების ჩაწერას, რაც ძალიან კარგია; ამიტომ მივესალმები ახალ ინიციატივას.

მახმუდ ნასიბოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის, მოლაოღლის საჯარო სკოლის დირექტორი: 

- დისტანციური სწავლების დროს ვმუშაობდით ელექტრონულ ჟურნალში, ახლა კი სრულად არ გვაქვს დანერგილი, თუმცა მომდევნო სასწავლო წლიდან, რა ვალდებულებაც გვექნება, რა თქმა უნდა შევასრულებთ. ისე, ელექტრონული ჟურნალის წარმოება ძალიან კომფორტულია. 

მამედ იუზბაშევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის, ალგეთის N3 საჯარო სკოლის დირექტორი: 

- ჯერჯერობით, ჩვენს სკოლაში მატერიალური და ელექტრონული ჟურნალი ერთად გვაქვს და მოხარული ვარ, რომ პედაგოგებს ელექტრონული რესურსების ათვისებისას არანაირი პრობლემა არ შექმნიათ, ერთმანეთს გამოცდილებასაც ვუზიარებთ და მომავალი სასწავლო წლიდან, ჩვენც ისევე გადავალთ ელექტრონული ჟურნალის წარმოებაზე, როგორც ყველა სკოლა. მისი სკოლებში დანერგვა ძალიან კარგი იდეაა.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება