TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა ბედი ელით აპლიკანტებს, რომელთაც გამოცდის პერიოდში კორონავირუსი ექნებათ და იცვლება თუ არა საგამოცდოდ რეგულაციები - სოფიო გორგოძე
01-04-2021
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე კოვიდინფიცირებული აპლიკანტების გამოცდაზე გასვლასა და რეგულაციების ცვლილებაზე განმარტებას აკეთებს. როგორც ის აღნიშნავს, ჯერჯერობით იგივე რეგულაციები მოქმედებს, რაც გასულ წელს იყო და პროტოკოლი იმ შემთხვევაში შეიცვლება თუ ჯანდაცვის სამინისტრო განაახლებს რეგულაციებს. 

„ამ ეტაპზე იგივე რეგულაციები გვაქვს, რაც შარშან მოქმედებდა. ჯანდაცვის სამინისტრო თუ განაახლებს რეგულაციებს ეს ალბათ გამოცდებამდე რამდენიმე კვირით ადრე მოხდება, როცა უკვე ეპიდსიტუაცია მოგვცემს იმის საშუალებას, ვთქვათ, ზუსტად იგივე რეგულაციები უნდა დავიცვათ თუ შევცალოთ. ჯერჯერობით ეს არ გვეცოდინება, თუმცა თუ ივნისში დავიწყებთ გამოცდებს, ამ დროისთვის უკვე გვეცოდინება",- აღნიშნა სოფიო გორგოძემ. 

როგორ ჩააბარებენ გამოცდებს კოვიდინფიცირებული აპლიკანტები, ეს დამოკიდებული იქნება ასეთი აბიტურიენტების რაოდენობაზე. 

„კოვიდინფიცირებული აბიტურიენტების მართვასთან დაკავშირებით კონსულტაციები გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროსთან, მაგრამ სანამ არ მოახლოვდება საგამოცდო პერიოდი მანამდე გაგვიჭირდება ვთქვათ, როგორ მოდელს გამოვიყენებთ, რადგან რაოდენობაზეა ესეც დამოკიდებული, რამდენი შეიძლება იყოს ასეთი აბიტურიენტი. შარშან კოვიდინფიცირებული აბიტურიენტების რიცხვი ძალიან ცოტა იყო. ეს საკითხი დარეგულირდება გამოცდებამდე და გვეცოდინება, თუმცა ახლა ამას ვერ ვიტყვით“, - განმარტა სოფიო გორგოძემ.

მისივე თქმით, ცნობილია რომ ცალკე სივრცეები იქნება იმ აპლიკანტებისთვის, რომლებსაც გამოცდაზე შესვლამდე ტემპერატურა დაუფიქსირდებათ:

„ჩვენ ვგეგმავთ რომ ასეთი სივრცეები მოვაწყოთ. თუმცა თუ რაიმე შეიცვალა ეს გამოცდებია დაწყებამდე 2-3 კვირით ადრე გვეცოდინება“.

ასევე დაგაინტერესებთ: 

მასწავლებელთა გამოცდაზე 28 700-ზე მეტი აპლიკანტი, ეროვნულ გამოცდებზე კი 38 300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა

როდის შეძლებთ საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას და როდის გახდება ცნობილი გამოცდების განრიგი


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

პიროვნება
სკოლები

„ჩუმად, ხეს ფოთოლი წყდება...“ - ასე ჩუმად, ლამაზად და სიყვარულით დაიბადა კიდევ ერთი დაუვიწყარი შემოქმედებითი დღე“

I, II, III და IV კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, სკოლაში შემოდგომის ზღაპარი გაცოცხლდა
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება