| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დმანისის მუნიციპალიტეტის კიზილქილისას საჯარო სკოლის პედაგოგები ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ესტუმრნენ. მოსწავლეებისთვის ეს სტუმრობა საინტერესო და შემეცნებითი გამოდგა.
„გავეცანით ჩვენი კუთხის მდიდარ და საინტერესო ისტორიას. დავრწმუნდით, რომ ისტორია სწორედ რომ ჩვენი სახლიდან იწყება. რა განძი გვქონია! რა მხნე რა მდიდარი! ჟღერს ქვის ჰარმონია, დარობს რა მდიდარი!
დიდი მადლობა მუზეუმის ყველა თანამშრომელს, ასეთი ყურადღებიანი და საინტერესო შეხვედრისათვის.
დავგეგმეთ ექსკურსიები და პროექტები უფროსკლასელთათვის. მაგრამ ... იმედია, მალე დამთავრდება პანდემია.
მეორე ნაწილი კი მეგობრობის და არაფორმალურ გარემოში პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბების ზეიმი იყო, რაც ბოლოს გემრიელად და მხიარულად დამთავრდა“,-გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ვინ მიიღებს უფასოდ ფორმას და ვის მოუწევს ყიდვა - მთავრობის დადგენილება
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...