სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ხელფასით საჯარო სკოლის მასწავლებელთა მხოლოდ 26%-ია კმაყოფილი - პედაგოგების თქმით, სამსახურის გამო პირადი ცხოვრებისთვის დრო არ რჩებათ
13-11-2020
-
+


საქართველოს საჯარო სკოლის მასწავლებელთა მხოლოდ 26%-ია კმაყოფილი ანაზღაურებით. მასწავლებელთა შეფასებით, სამსახურის გამო მათ არ რჩებათ დრო პირადი ცხოვრებისთვის და დიდ სტრესს განიცდიან. პედაგოგთა ნაწილი კი ფიქრობს რომ სამსახური უარყოფითად აისახება მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. აღნიშნულის შესახებ TALIS- ის 2018 წლის კვლევაში ვკითხულობთ. 

„საქართველოს მასწავლებლების 4.9% ამბობს, რომ დიდ სტრესს განიცდის სამუშაო ადგილზე. დაახლოებით 44%-ს კი სამსახურის გამო დრო არ რჩება პირადი ცხოვრებისთვის. მასწავლებელთა დაახლოებით 5%-მდე მიიჩნევს, რომ სამსახური უარყოფითად აისახება მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებელთა სამსახურით უკმაყოფილება მაღალი არ არის, თუმცა მასწავლებელთა 63% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პედაგოგის სპეციალობა დაფასებული არ არის.

სამუშაოთი კმაყოფილება უფრო მაღალია კერძო სკოლის მასწავლებლებში, რისი ძირითადი განმსაზღვრელიც სავარაუდოდ, შედარებით მაღალი ანაზღაურებაა. კერძო სკოლების მასწავლებელთა 37% კმაყოფილია თავისი ანაზღაურებით, მაშინ როცა საჯარო სკოლაში ანაზღაურება 26%-ს აკმაყოფილებს“, - აღნიშნულია კვლევაში.

თუმცა, მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ ყველაფრის მიუხედავად , მასწავლებელთა 85% მაინც იგივე პროფესიას აირჩევდა:

„სხვა პარამეტრების მიხედვით მასწავლებელთა უკმაყოფილება კერძო და საჯაროს სკოლის მასწავლებელთა შორის არ განსხვავდება. მაგალითად, საჯარო სკოლის მასწავლებელთა 85% მიიჩნევს, რომ მიუხედავად სტრესისა და სხვა ნაკლოვანებებისა, მასწავლებლობა მაინც გადაწონის ყველაფერს და ის კვლავ ამ პროფესიას აირჩევდა“, - წერია კვლევაში.

ცნობისთვის, სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევა - TALIS 2018 წლის კვლევაში მონაწილეობდა 48 ქვეყნის და ადმინისტრაციული ერთეულის 153 000-ზე მეტი მასწავლებელი და 9 200-ზე მეტი დირექტორი; საქართველოდან  - 192 სკოლის 3 101 მასწავლებელი და დირექტორი. გამოიკითხა ასევე მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამაში (PISA) ჩართული საქართველოს სკოლების 1 923 მასწავლებელი და 136 სკოლის დირექტორი.

კვლევის მიზანია, შეისწავლოს მასწავლებელთა საქმიანობასთან დაკავშირებული პოლიტიკისა და პრაქტიკის ძირითადი ასპექტები და, მეორე მხრივ, გააცნოს ყველა დაინტერესებულ მხარეს ამ საქმიანობის თავისებურებანი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მასწავლებელთა გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდებზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა 

79%-ზე მეტმა აბიტურიენტმა გააკეთა პირველადი არჩევანი სახელმწიფო უნივერსიტეტებზე

ყველაფერი, რაც მასწავლებელთა გამოცდაზე გასვლის მსურველებმა უნდა იცოდნენ და გაითვალისწინონ

„შუშანიკის წამება“ ქართულის გამოცდის მე-4 ვარიანტში - დეტალები

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

მოსწავლეებმა დაათვალიერეს დიდი საბავშვო მწერლის, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა 9 აპრილის შესახებ მოიძიეს ინფორმაცია და სასკოლო საზოგადოებას საპრეზენტაციო მასალით გააცნეს ამ დღის შინაარსობრივი დატვირთვა

მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას სკოლაში არაერთი აქტივობა მიეძღვნა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება