TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ორცვის საჯარო სკოლის პედაგოგი თენგიზ კაკაბაძე 2020-2021 სასწავლო წლის გამოწვევებთან დაკავშირებით შეხედულებას გვიზიარებს
20-07-2020
-
+


ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ორცვის საჯარო სკოლის პედაგოგი თენგიზ კაკაბაძე 2020-2021 სასწავლო წლის გამოწვევებთან დაკავშირებით შეხედულებას გვიზიარებს. პედაგოგის სტატიას უცვლელად გთავაზობთ.

2020-2021 სასწავლო წლის გამოწვევები

მსოფლიო პანდემიამ მთელი რიგი გამოწვევების წინაშე დააყენა ქვეყნები, 2019 წლის დეკემბრიდან დაიწყო და დღემდე შეუჩერებლივ გრძელდება კორონავირუსი დედამიწაზე. აღნიშნულმა ვირუსმა არაერთი პრობლება შექმნა ყველა მიმართულებით. განსაკუთრებით კი სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა განათლების სისტემა. მიმდინარე წლის მარტის დასაწყისიდან შეწყდა საგაკვეთილო პროცესი სკოლებში. მთავრობისა და განათლების სამინისტროს კოორდინირებული მოქმედებით ჩვენმა ქვეყანამ მოახერხა რომ სასწავლო წელი შემდგარიყო და აკადემიურ წლად არ გამოცხადებული. ამ კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია პედაგოგიური კოლექტივის დაუღალავი შრომა ქვეყნის მასშტაბით. ასევე თავისი წვლილი შეიტანა ტელესკოლამ, რომელიც ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად შეიძლება ჩაითვალოს.​

ახლა კი მინდა ყურადღება გავამახვილო იმ გამოწვევებზე რომლის წინაშე შეიძლება დადგეს სკოლები ახალი სასწავლო წლიდან. მართალია ჩვენს ქვეყანაში ექიმების ფასდაუდებელი შრომის შედეგად ეპიდვითარება სრულიად მართვადია და საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ევროპაში, მაგრამ არავინ იცის თუ რა მდგომარეობა დაგვხდება სექტემბერში. განათლების სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მუშაობს რომ, ახალი სასწავლო წელი სრულიად უსაფრთხო გარემოში წარიმართოს.

გამოწვევების წინაშე დგას თითოეული სკოლა, მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები. ახლა კი დეტალურად ამ გამოწვევების შესახებ, სკოლებს დაჭირდებათ შესაბამისი ინვენტარი (დეზობარიერები, ციფრული თერმომეტრები, სადეზინფექციო ხსნარები და ასე შემდეგ) ასევე სასურველია ყველა სკოლას ჰყავდეს მედ. და რომელსაც გავლილი ექნება შესაბამისი ტრენინგი კოვიდ ინფექციის კუთხით. ყოველივე ამის შესახებ სკოლების დირექციას დიდი ხანია დაწყებული უნდა ქონდეს ფიქრი.

პედაგოგების გამოწვევა იმაში მდგომარეობს რომ, აუცილებელია ყველა პედაგოგს ქონდეს პერსონალური კომპიუტერი ან ლეპტოპი, შეეძლოს საოფისე პროგრამებთან მუშაობა და რაც მთავარია ისინი დარეგისტრირებული არიან emis.gov.ge თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი ფოსტა, აქ მთავარია რომ კარგად იცოდენ Microsoft Teams -ის გამოყენება სწორედ ეს პროგრამა იძლევა საშუალებას დისტანციურად რომ ჩავატაროთ გაკვეთილები. უნდა აღინიშნოს რომ ამ პროგრამის ინტერფეისი უკვე ქართულ ენაზეც არის ხელმისაწვდომი. ძალიან კარგი ვიდეო გაკვეთილებია youtube.com ქართულ ენაზე, სასურველია რომ თითოეული პედაგოგი სისტემატიურად იმაღლებდეს ცოდნაც ამ კუთხით. პედაგოგებმა და განსაკუთრებით კი კლასის ხელმძღვანელებმა იფიქრონ თუ როგორ უნდა ჩატარდეს ამღზრდელობითი მუშაობა, ასევე კომუნიკაცია მშობლებთან და სხვა მთელი რიგი საკითხები რომელიც კონკრეტულ პედაგოგს ექნება გადასაჭრელი სიტუაციიდან გამომდინარე. ერთი სიტყვით პედაგოგი აქედანვე უნდა ემზადებოდეს როგორც ჩვეულებრივი ასევე ონლაინ სასწავლო პროცესისათვის.

გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ მშობლები, დისტანციული სწავლების დროს მშობლის როლი გადამწყვეტია, მშობელმა უნდა უზრუნველყოს მოსწავლე კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით, უნდა აღინიშნოს რომ ყველას არ აქვს ამისი შესაძლებლობა, ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს ასეთი ოჯახების აღრიცხვა. სახელმწიფო, ბიზნესმენები ან არასამთავრობო ორგანიზაციები სასურველია დაეხმარონ ასეთ ოჯახებს.

მშობელი აქტიურ კომუნიკაციაში უნდა იყოს მასწავლებელთან, მასწავლებელი მშობელს მეილზე ან ტელეფონზე სისტემატიურად უნდა აწვდიდეს ინფორმაციას მისი შვილის აკადემიური მოსწრებისა და დისციპლინის შესახებ. აქ ერთ დეტალზეა ყურადღება გასამახვილებელი, როცა უკვე კომპიუტერი აუცილებელი გახდა, შესაძლებელია რომ მოზარდი ინტერნეტით გაერთოს ან შევიდეს მთელი რიგ არასასურველ საიტებზე( ძალადობა, აზარტული თამაშები, ნარკოტიკები და ასე შემდეგ) ამიტომ სასურველია რომ სკოლამ და მშობლებმა შესაბამისი განათლების მქონე სპეციალისტს დააბლოკინოს ასეთი საიტები. გარკვეული გამოწვევის წინაშე დადგნენ მოსწავლეებიც, კერძოდ ეს არის სრულიად განსხვავებული სასწავლო გარემო, მოსწავლეების გარკვეული ნაწილი არ ერთვება ვიდეო გაკვეთილებზე ან თუ ჩაერთო ცდილობს ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს, ბევრს არ აქვ კომპიუტერი და არ აქვს საშუალება შეიძინოს ინტერნეტი.

გამოწვევაა ასევე სოფლად ინტერნეტ კავშირი, სოფელში ძირითადად მობილური ინტერნეტით ხდება საგაკვეთილო პროცესის წარმართვა რაც ხშირად პრობლემებთანაა დაკავშირებული (სიძვირე და დაბალი სიჩქარე) ამ მხრივ სასურველია რომ რადიოინტერნეტით მაინც რომ იქნეს მთელი საქართველო დაფარული. გისურვებთ წარმატებებს ახალ 2020-2021წწ.

საუკეთესო სურვილებით
ორცვის საჯარო სკოლის პედაგოგი
თენგიზ კაკაბაძე.

სტატია გამოგზავნილია თემის - სასექტემბრო მოლოდინები და სურვილები გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

სიახლეები

არადამამთავრებელი კლასის სტატუსით რეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის განცხადებების მიღება დაიწყო - ვადები და დეტალები

გამოსაცდელები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საგამოცდო პროგრამების, ტესტების სტრუქტურის, შეფასების კრიტერიუმებისა და დავალებების სპეციფიკის შესახებ

დირექტორები თანამდებობაზე წერილობითი თანხმობით დარჩებიან - მწერალთა სახლს 7 მუზეუმი დაექვემდებარება

ქართულ ენაში მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვა დაიწყო - რეკომენდაციების წარდგენის ვადები და დეტალები

ატესტატის მისაღებად განაცხადების გაკეთება 20 ივნისიდან დაიწყება - დეტალები 

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები

მე-3 კლასელებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატები

ღონისძიება სავსე იყო იმ სითბოთი, რომელსაც მხოლოდ წლების განმავლობაში ნაშენები ურთიერთობები ბადებს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება