სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ყველაზე დიდი კამათი იყო 2 საკითხზე“ - ამირან გამყრელიძე გამოცდების ჩატარების შეცვლილ წესებზე
02-07-2020
-
+


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეროვნული გამოცდების ჩატარების წესებთან დაკავშირებით, ყველაზე დიდი კამათი ორ საკითხზე იყო, ესენია: აბიტურიენტებისთვის პირბადის გამოყენება და კონდიციონერები.

გამყრელიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა აბიტურიენტებს, გამოცდების დაწყებამდე ტემპერატურის მომატებისა და სიმპტომების შემთხვევაში აუცილებლად ჩაიტარონ PSR ტესტი.

„მარტივად გეტყვით, რომ ვისაც გამოცდების წინა დღეებში ექნება მომატებული ტემპერატურა და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ისინი ექიმის დანიშნულებით უნდა მივიდნენ შესაბამის ცენტრებში, სადაც ხდება ნაცხის აღება და ჩაიტარონ PSR ტესტი. ჩამონათვალი არის საკმაოდ დიდი ქვეყნაში დაახლოებით 40-მდე ცენტრია, სადაც აღნიშნული ტესტის ჩატარებაა შესაძლებელი.

მოგეხსენებათ, უკვე 2 თვეა შექმნილია ჯგუფი ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს ერთობლივი წარმომადგენლობით, რომელშიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც იღებდა მონაწილეობას. ყველაზე დიდი კამათი იყო 2 საკითხთან დაკავშირებით. რადგან ზაფხულია, ვინტილაციის და პირბადეების გამოყენებასთან დაკავშირებით, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დამცავი საშუალებისა და გამოყენების წესი.

ამასთან დაკავშირებით უკვე იცით და პრემიერმაც გააჟღერა. ბოლო მონაცემებით და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო რეკომენდაციით, თუ ფანჯრები ოთახში ღიაა და კონდიციონერი ჩართულია მინიმალურია საფრთხე ინფექციის გავრცელების. ამიტომ კონდიცირების გამოყენება საგამოცდო პროცესში შესაძლებელია, მაგრამ ამ დროს აუცილებელია ადამიანებს ამ დროს ეკეთოს პირბადე.

აბიტურიენტებს ჰქონდათ გარკვეული წუხილი, რომ 3-4 საათის განმავლობაში პირბადით მუშაობა არის შემაწუხებელი და დისკომფორტის მომტანი, შესაბამისად ამ დროს მათი აზროვნება შესაძლებელია გაიფანტოს. ეს ნაკლებდამაჯერებელი არგუმენტია, მაგრამ კომპრომისი აქაც გამოიძებნა.

იცით, რომ პირბადის გამოყენება დახურულ შენობებში რეკომენდირებულია ყველგან. მათ შორის აბიტურიენტიც უნდა შევიდეს პირბადით გამოცდაზე, საგამოცდო ბილეთის აღების დროს, ზედამხედველებთან კონტაქტისას, როცა ისინი საუბრობენ ერთმანეთთან, აუცილებელია, აბიტურიენტებს და ყველა იქ დამსწრე ადამიანს ჰქონდეს პირბადე და გამოიყენოს. ერთადერთი, როცა აბიტურიენტი მიდის მაგიდასთან და ჯდება, იცით, რომ მაგიდების რაოდენობა განახევრებულია და გვერდით მაგიდებს შორის დისტანცია არის მინიმუმ 2 მეტრი, წინ და უკან 1 მეტრი და არის დეზობარიერი. მაგიდაზე დაჯდომის დროს ჩვენ ვუშვებთ, რომ თუ აბიტურიენტს არ უნდა პირბადე მას შეუძლია მოიხსნას პირბადე, მაგრამ თუ გარკვეული საკითხის დაზუსტება ზედამხედველთან მას უნდა ეკეთოს პირბადე, ასევე თუ ტუალეტში უნდა გასვლა ამ დროსაც აუცილებელია ეკეთოს პირბადე. ტესტის დასრულებისა და ნაწერის ჩაბარების დროსაც უნდა ეკეთოს პირბადე“, - განცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საგამოცდო ცენტრში კონციდიონერის ჩართვისას აუცილებელია, ოთახის ფანჯრები იყოს ღია და აბიტურიენტებს ეკეთოთ პირბადე.

„რაც შეეხება კონდიცირებას, გამოცდების დაწყების წინ ხდება ოთახის კონდიცირება, გამოცდის დაწყებისას ითიშება. ბუნებრივი აირაცია აუცილებელია და ყველა ოთახს აქვს ფანჯარა, რომელიც მუდმივად გაღებული იქნება ამ პერიოდში. ამავე დროს ყველა ოთახში იქნება ტემპერატურის საზომი მოწყობილობა და თუ შიდა ტემპერატურა +30 გრადუსს ასცდება მაშინ გარკვეული პერიოდულობით ჩაირთვება კონდიციონერი, ოღონდ კონდიციონერის დროს აბიტურიენტმა უნდა გაიკეთოს და იხმაროს ნიღაბი. ეს არის ის მარტივად ის პროცედურა რომელიც უნდა დაიცვან აბიტურიენტებმა და ყველა აპლიკანტმა, რომელიც გამოცდას აბარებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც გამოცდაზე შესვლამდე ტემპერატურა დაუფისქირდებათ ცალკე სივრცე იქნება გამოყოფილი.

„ასევე არსებობს კიდევ ერთი მომენტი, მოგეხსენებათ თერმოსკრინინგი მიმდინარეობს ყველა აპლიკანტისთვის საგამოცდო ცენტრში შესვლამდე. აპლიკანტებს ეზომებათ სიცხე და თუ მას ტემპერატურა უფიქსირდება და მაგრამ წინა დღეებში არ ჰქონიათ ტემპერატურა მათთვის არის ცალკე ოთახი, ისევ როგორც სხვა აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც სხვა შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ“, - განაცხდა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ ასევე:  ეროვნული გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა: რა შეიცვალა აბიტურიენტებისთვის?

გამოცდის ჩაბარების პერიოდში აბიტურიენტს პირბადის მოხსნა შეეძლება - გახარია განმარტავს, რა შემთხვევაში ჩაირთვება კონდიციონერი


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში ვის უნდა ჰქონდეს უმაღლესი ან პროფესიული განათლება და სამუშაო გამოცდილება - ცვლილება პერსონალის პროფესიულ სტანდარტში

ეროვნული გამოცდები, საბოლოო კოტები და პროგრამების ჩამონათვალი ცნობილია

შულავერის N1 საჯარო სკოლაში პედაგოგებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს

2025-2026 სასწავლო წელს უნივერსიტეტებში 58 ათასზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა - განახლებული სტატისტიკა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მზიანა მერლანი პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის დირექტორი როდერ ცირდავა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთის საჯარო სკოლის დირექტორი მაკა დავაძე პასუხობს

სკოლები

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ

სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დედიკოებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება