სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

უფროსი და წამყვანი პედაგოგებისთვის სტატუსის ამაღლების დეტალები ცნობილია - სიახლე მათთვის, ვინც სქემაში დაწინაურებას ელოდება
30-06-2020
-
+


„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, უფროსი და წამყვანის სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის გარდამავალ პერიოდში ჩასატარებელი აქტივობები განისაზღვრა. 

უფროს მასწავლებლებს, რომლებსაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიღებული აქვთ 15 კრედიტქულა, ხოლო პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ჩაეთვალათ ხარვეზიანად, აღნიშნულის გამოსწორების შესაძლებლობა 2019-2020 სასწავლო წლის ბოლომდე მიეცათ.

ხარვეზის გამოსწორების შემდგომ მათ  2020 წლის სექტემბრიდან მიეცემათ უფლება, გაიარონ მხოლოდ გარე  დაკვირვება, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში 2020 წლის ბოლოს მიენიჭებათ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.

რაც შეეხება წამყვანი პედაგოგების კარიერული წინსვლის პირობებს. ბრძანების მიხედვით, იმ  წამყვან მასწავლებლებს, რომლებსაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიღებული აქვთ 25 კრედიტქულა, მათ შორის, განხორციელებული აქვთ ყველა სავალდებულო აქტივობა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული ელექტრონული პროფესიული საქაღალდის მონიტორინგის შედეგად დაუდასტურდებათ შეფასების ჯგუფის მიერ მინიჭებული კრედიტქულები, 2020 წლის სექტემბერში მიენიჭებათ მენტორი მასწავლებლის სტატუსი.

იხილეთ ასევე: მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებებია: გაქრა პრაქტიკოსის სტატუსი და კრედიტები, განისაზღვრა სავალდებულო აქტივობები

პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის დებულება დამტკიცდა - როგორ აიმაღლებენ სტატუსს და რა დროს გამოცხადდება მათ ადგილებზე ვაკანსიები?


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება