| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |


ახალი ზელანდია
ახალი ზელანდია, რომელსაც პანდემიაზე ეფექტური და დროული რეაგირების მაგალითად მოიხსენიებენ, გამოცდებს გეგმის მიხედვით - ნოემბერში ჩაატარებს, მისი ონლაინ-ფორმატში ჩატარების შესაძლებლობით.
რიგ ქვეყნებში გამოსაშვები გამოცდები გადადეს ან ფორმატი შეცვალეს.საფრანგეთი
საფრანგეთში საშუალო განათლებას ორი ტიპი აქვს: კოლეჯი და ლიცეუმი. ლიცეუმის 17-18 წლის კურსდამთარებული უნივერსიტეტში ჩასაბარებლად გამოცდა - baccalaureat-ს აბარებს.
ეს წერილობითი გამოცდა ნაპოლეონმა 1808 წელს დააწესა. წელს ის ივნისის შუა რიცხვებში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო მისი ტრადიციული ხერხით ჩატარება შეუძლებელი გახდა. ამიტომ იგი შეიცვალეს ცოდნის შესამოწმებელი სამუშაოებით, რომლებსაც უნდა ეჩვენებინათ კურსდამთავრებულთა წინსვლა, იმ მასალის გათვალისწინებით, რომლის ათვისებაც სასწავლო წლის ¾ -ში მოასწრეს.
აშშ
აშშ-ში სკოლის გამოსაშვები გამოცდების გადადება ან გაუქმება შეუძლიათ ცალკეული შტატების ადგილობრივ ორგანოებს ასე, SAT (სტენდარტიზირებული ტესტი ამერიკულ უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად) ივნისიდან სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის ახალ რიცხვებში გადაიტანეს.
გამოცდები პანდეემით გამოწვეული სიტუაციისგან დამოუკიდებელად ონლაინ-ფორმატში ჩატარდება, ხოლო აბიტურიენტები მის ჩაბარებას სახლში შეძლებენ. გადაინაცვლა ACT-ის ჩატარების თარიღებმაც (American College Test) ზოგიერთი შტატის კოლეჯები კი ჩარიცხვის პირობებს ცვლიან და და ამ გამოცდას წელს არასავალდებულოდ აცხადებენ.
დიდი ბრიტანეთი
სკოლის ყველა გამოსაშვები გამოცდა - General Certificate of Secondary Education და A Level, რომლებიც ჩვეულებრივ მაის-ივნისში ტარდება, წელს გადაიდო. მართალია მოსწავლეები თავის ფინალურ ნიშანს გამოცდების ჩაბარების გარეშეც მიიღებენ. ეს იქნება გამოთვლილი ქულები - calculated grades. თავის ქულებს მოსწავლეები აგვისტოში მიიღებენ და უნივერსიტეტებში დოკუმენტების შეტანას შეძლებენ.
იხილეთ ასევე: „სამდღიანი ჯოჯოხეთი“ - როგორ აბარებენ ჩინეთის სკოლებში ეროვნულ გამოცდებს„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს
„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...
აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება