სიახლეები
პიროვნება

ქეთევან ჩოქური: „სკოლის დირექტორს უნდა გააჩნდეს სწორი ღირებულებები და ურთიერთობები სიყვარულზე ააგოს“
12-03-2020
-
+


ოქროს მედალზე დამთავრებული სკოლა, მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტი, სამედიცინო უნივერსიტეტის კათედრა, ბიოლოგიის პედაგოგობა... ეს სოფიკო ჭიაურელის სახელობის N54 საჯარო სკოლის დირექტორის, ქეთევან ჩოქურის ბეგრაუნდია, რომელმაც ბევრი წარმატება, ბევრი ბრძოლა, ბევრი გამოწვევა დაიტია. როგორი უნდა იყოს დირექტორი? - ამაზე ქალბატონ ქეთევანს ერთგვაროვანი პასუხი აქვს. N54 საჯარო სკოლის დირექტორი  Etaloni.ge- საკუთარი წარმატების საიდუმლოზე, სკოლაზე, ოჯახსა და იმ ადამიანურ განცდებზე ესაუბრება, რომელიც საქმიანი ქალის კარიერას ლაიტმოტივად სდევს.

-  პირველ ყოვლისა, მინდა, ჩვენი სკოლის სიახლეებზე გიამბოთ. შარშან, მარტიდან, სკოლა ჩართულია ახალი სკოლის მოდელში. ესაა შრომატევადი და დინამიური პროცესი.

- ამავე დროს საპასუხისმგებლოც. ფიქრობთ, გარისკეთ?

- როგორც დირექტორი, უბედნიერესი ვიყავი, ჩვენი სკოლა პროექტში 50 სკოლას შორის რომ აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის დატვირთვა და სერიოზული მუშაობა. საკუთრი პრაქტიკიდან გამომდინარე, თავს, პირველ რიგში, მასწავლებლად  ვთვლი და სწორედ ამან მომცა საშუალება, დირექტორობაზე მეფიქრა. ვფიქრობ, ეს შევძელი, ამიტომ ახალი სკოლის მოდელშიც სიხარულით ჩავერთეთ და გვაქვს დიდი მოლოდინი.

- პედაგოგები როგორ შეხვდნენ ამ ამბავს?

- ბევრს ნიშნავს დირექტორის განწყობა, პოტენციალი. ახლა დავრწმუნდი, რომ მართლაც მნიშვნელოვანია, როგორი ლიდერი ჰყავს სკოლას. ამ დადებითმა მუხტმა, ემოციურმა განწყობამ შეგვკრა ერთ გუნდად და დიდ მადლობას ვუხდი ამისთვის ჩემს პედაგოგებს, რომელთა მუშაობის შედეგები მალევე თვალსაჩინო გახდა. ახალი სკოლის მოდელის არსი ხომ ისაა, სასწავლო პროცესში  თითოეულ მოსწავლეზე ვიყოთ ორიენტირებულნი. სანამ ბავშვს არ გაუჯდება ესა თუ ის თემა, შემდეგ ეტაპზე არც გადადის მასწავლებელი და ეს კარგად ჩანს კომპლექსური დავალების შესრულებისას; უდავოდ, საინტერესო პროცესია და შედეგიანიც. ჩვენ პატარა ფილმიც გადავიღეთ და  სსსმ მოსწავლეებიც კი ისეთი რეალიზებულები იყვნენ, თამამად შემიძლია თქმა - ამისთვის ნამდვილად ღირს, ცხოვრება დათმო.

- ქალბატონო ქეთევან, თავის დროზე ითქვა, რომ დირექტორი უნდა იყოს კარგი მენეჯერი, თქვენ რას ფიქრობთ?

- არსებობს სკოლის დირექტორის სტანდარტი, მაგრამ მე საკუთარ აზრს მოგახსენებთ - სკოლის დირექტორი კარგი ლიდერი და ორგანიზატორი უნდა იყოს და არც იმის მჯერა, რომ ლიდერის თვისებები შეიძლება შეიძინოს - ლიდერები იბადებიან. მიმაჩნია, დირექტორი მასწავლებელი უნდა იყოს, შეფასებაც  იცოდეს, სწავლების სტრატეგიებიც და ცოდნა, გამოცდილება  გაიზიაროს პედაგოგებთან ერთად. დირექტორი  კულტურული ადამიანი უნდა იყოს, თავმდაბალიც და მომთხოვნიც, გააჩნდეს სწორი ღირებულებები და ურთიერთობები სიყვარულზე ააგოს.  21-ე საუკუნეში, როდესაც ცხოვრების ასეთი რიტმია, სიყვარული და ურთიერთგაგება უმნიშვნელოვანესია. სოციალურ დარვინიზმზე აგებული ურთიერთობები სულაც არაა მოდური.



- თავად, როგორი დირექტორი ხართ და საერთოდ, რა გზა განვლეთ ამ პოზიციამდე?

- კარგი მოსწავლე ვიყავი, N56 სკოლა დავამთავრე ოქროს მედლით. თუმცა შატალოებზეც მივდიოდი და თან კლასელებს ვეჩხუბებოდი, მღუპავთ, მედალს მაკარგვინებთ-მეთქი. მაშინ ლიმიტირებული იყო მედალოსნების რაოდენობა, მე კი მიზანდასახულობის წყალობით, ბოლომდე ვიბრძოლე და უბედნიერესი იყო დღე, როდესაც გადმომეცა ოქროს მედალი.

- პროფესიის არჩევანი რამ განაპირობა?

- პროფესიით ექიმი ვარ, მოსკოვის მეორე სამედიცინო ინსტიტუტი წარმატებით დავასრულე - ოჯახის გავლენას აღარ შევეწინააღმდეგე; მოგვიანებით, 10 წელი სისხლის გადასხმის ინსტიტუტში ვმუშაობდი და ძალიან მთრგუნავდა, მიუხედავად იმისა, რომ კარგი ექიმი გახლდით. ემოციურად მიჭირდა იმ გარემოში ყოფნა ამიტომ მერე, როდესაც სამედიცინო უნივერსიტეტში გაიხსნა სამედიცინო კათედრა, იქ გადავედი უფროს მასწავლებლად - ვასწავლიდი თერაპიას; შემდეგ, N53 სკოლაში მიმიწვია ლამარა მარგველაშვილმა, ბიოლოგიის მასწავლებლად და მართლა ვიპოვე საკუთარი თავი.

- ოჯახზეც გვიამბეთ...

- მყავს ორი შვილი და ერთი შვილიშვილი; ჩემი მეუღლე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ჯემალ ლეონიძე იყო და ამბობდა, ბედნიერი კაცი ვარ - მიხარია სამსახურში წასვლა, შემდეგ კი სახლში დაბრუნებაო. მეც ბედნიერი ვარ, რადგან სამსახურში წასვლაც მიხარია და სახლში დაბრუნებაც, უბრალოდ გულდასაწყვეტია, დღეს ჩემი მეუღლე ჩემს გვერდით რომ არაა.

- ოჯახშიც დირექტორობთ, ქალბატონო ქეთევან?

- სხვათა შორის, მსყავედურობენ ამას... განსაკუთრებით ვაჟი. თუმცა ვცდილობ, მეგობრული ვიყო შვილებთან. ქალიშვილმა საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა, ვაჟი ეკონომისტია.

- თქვენი სკოლა სახელობითია, იქნებ გვიამბოთ, როგორ მიენიჭა სოფიკო ჭიაურელის სახელი?

-  სოფიკოსთვის სკოლა კი არა, მგონი, ერთი ქალაქიც ცოტაა... სრულიად შემთხვევით, როდესაც ჩემი ბებიის საბუთებს ვნახულობდი, აღმოვაჩინე, რომ N54 სკოლა იმ ქალთა გიმნაზიის სამართალმემკვიდრეა, სადაც სოფიკო სწავლობდა; აქედან გაჩნდა იდეა, შეიკრიბა სამეურვეო საბჭო, განათლების მინისტრმა დისკრეციის უფლება გამოიყენა და სკოლა სახელობითი გახდა. მას შემდეგ, მუდმივად ვცდილობთ, ბავშვებს გავაცნოთ სოფიკოს შემოქმედება. აქვე შეუძლებელია არ აღვნიშნო არაფორმალური განათლების როლი სკოლისა და მოსწავლის განვითარებაში - ესაა უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც ბავშვის განვითარებას უწყობს ხელს, კონკრეტულად „ეტალონზე“ კი გეტყვით, რომ ბატონმა გოჩა ტყეშელაშვილმა სწორედ დრაივისა და დადებითი ენერგეტიკის წყალობით მიაღწია დასახულ მიზანს, გააერთიანა სკოლები და მე მადლიერი ვარ მისი ამ თანამშრომლობისთვის.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„აქტივობა ცოტა დამღლელი, მაგრამ მართლაც კარგი, სასარგებლო და საინტერესო გამოგვივიდა“, - აღნიშნავენ სკოლაში
კვირეულის ფარგლებში, სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა გაიმართა
გაიმართა შეხვედრა მოსწავლეებთან და დაიგეგმა აქტივობები, რომლის მიზანი იყო მოსწავლეთა ინფორმირებულობა გარემოსდაცვით საკითხებზე
საინტერესო
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება