სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რატომ დააბნია აპლიკანტები მასწავლებელთა გამოცდაზე რეგისტრაციის დროის შეცვლამ? - „ნაეკის“​ დამატებითი განმარტება პედაგოგებს
30-10-2019
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ, მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის დაწყების დროის შეცვლის შესახებ განაცხადა და 8 საათის ნაცვლად, 10 საათზე გადატანის აუცილებლობა შემდეგნაირად განმარტა: 

„თუკი აქამდე აპლიკანტებს დილის სესიაზე საგამოცდო ცენტრებში გამოცხადება 8 საათზე უწევდათ, ახლა გამოცხადება 10 საათიდან იქნება სავალდებულო. ეს ცვლილება განვახორციელეთ, რადგან ტრანსპორტირების თვალსაზრისით უფრო მისაღები იქნება ჩვენი მასწავლებლებისთვის და პედაგოგობის მსურველებისთვის“.

თუმცა გორგოძის ამ განცხადებამ მასწავლებელთა ნაწილი დააბნია. ამიტომ, აპლიკანტებისთვის დამატებითი განმარტებისთვის etaloni.ge „ნაეკს“ დაუკავშირდა. 

როგორც გამოცდების ცენტრში აცხადებენ, რეგისტრაცია, ძირთადად, 10 საათზე იწყება, თუმცა, არის გამონაკლისი შემთხვევები, როცა აპლიკანტები საგამოცდო ცენტრში 8 საათზე უნდა გამოცხადნენ. ეს ინფორმაცია მათ საგამოცდო ბარათზეა მითითებული, ამიტომ გამოცდაზე რეგისტრირებულმა პირებმა ბარათზე დატანილი ინფორმაციით უნდა იხელმძღვანელონ. მაგალითად, თუ აპლიკანტის ბარათზე 8 საათი წერია, ის ამ დროს უნდა გამოცხადდეს, თუ 10 საათია მითითებული 10 საათზე. 

„რეგისტრაცია, უმეტესად, 10:00 საათზე იწყება. გამონაკლისს წარმოადგენს უცხო ენის, ქართულის, როგორც მეორე ენის და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პრაქტიკული ნაწილის გამოცდა. სწორედ ამიტომ აუცილებელია აპლიკანტები ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და ცენტრებში გამოცხადნენ შესაბამის დროსა და ადგილას“ - აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში. 

იხილეთ ასევე: რა უნდა იცოდეთ, სანამ მასწავლებელთა გამოცდაზე გამოცხადდებით - რამდენიმე რჩევა აპლიკანტებს

მასწავლებელთა გამოცდები 2 ნოემბერს დაიწყება - განრიგი 

მოემზადეთ ნოემბერში დაგეგმილი მასწავლებელთა გამოცდისთვის - გაეცანით წინა წლების ტესტებს, სწორ პასუხებსა და შეფასების სქემებს

რა კრიტერიუმებით შეფასდება ნოემბერში მასწავლებელთა გამოცდის ტესტები? - ბრძანება


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

როგორ ფასდება მოსწავლის აკადემიური მიღწევები - ეროვნული სასწავლო გეგმის 10-ქულიანი სისტემა და შეფასების დონეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება