სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შესაძლოა, მოსწავლეებს სკოლაში წიგნების ტარება აღარ დასჭირდეთ
22-09-2016
-
+


შესაძლოა, მოსწავლეებს სკოლაში წიგნების ტარება აღარ დასჭირდეთ.

აღნიშნული ინფორმაციის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციების შედეგად, მოსწავლეთა ჩანთის ჯამური წონა 2017 წლიდან შემცირდება.

“სერიოზული პრობლემაა, რომ ჩვენი მოსწავლეების ჩანთები არის ძალიან მძიმე. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთი არის ძალიან ბევრი, დიდი და მძიმე წიგნი, რომელიც ყოველდღიურად დააქვთ სკოლაში. ადრე, ამ თემაზე აქცენტი გაკეთებული არ ყოფილა. ახლა მიმდინარეობს ახალი სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი და ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციით შევზღუდეთ ჩანთის ჯამური წონა.

ასე რომ, შემიძლია დაგპირდეთ, რომ ახლა სექტემბერში ვერ, მაგრამ მომავალ სექტემბერს ჩანთები გაცილებით მსუბუქი იქნება”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

განათლების მინისტრმა ელექტრონული წიგნების შემოღების საკითხეც ისაუბრა. ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ელექტრონული წიგნების შემოღების შემთხვევაში, მოსწავლეებს არჩევანი ექნებათ – ატარონ თუ არა წიგნი სკოლაში.

“ვმუშაობთ microsoft -თან და სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებთან, რომ ელექტრონული წინგების კონცეფცია მოვსინჯოთ. რა თქმა უნდა, ეს იქნება არჩევითი და ყველა ოჯახი თვითონ გადაწყვეტს უნდა თუ არა, რომ მისმა შვილმა ელექტრონული წიგნებით ისარგებლოს . ვფიქრობ, 21-ე საუკუნეში, აუცილებელად ორივე ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ მოსწავლეს. ბევრ ქვეყანაში, მშობლები წყვეტენ, რომ სახლში აქვს ბავშვს ქაღალდის წიგნები, მაგრამ სკოლაში არ დაატარებს ამ წიგნებს და აქვს კომპიუტერი, ან ტაბლეტი, ან რაიმე საკითხავი მოწყობილება”, – განაცხადა ჯეჯელავამ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

2-კვირიანი ვადა უმაღლესებისთვის - ცვლილება მინისტრის ბრძანებაში

მთავარი აკრძალვა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - მინისტრის ბრძანება

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პროექტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

 

 

სკოლაში სიამაყით გვიზიარებენ ეკოკლუბ „ყვირილას“ უმნიშვნელოვანესს მიღწევას

​დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული, მოგონებებითა და სიყვარულით სავსე დღე იყო“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება