ჭიკაანის საჯარო სკოლაში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა
02-10-2019
დაკოპირებულია
-
+
ყვარლის მუნიციპალიტეტის, ჭიკაანის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.
სკოლის აღსაზრდელები ტესტირებაში ინტერესით ჩაერთნენ.
ტესტირების დღესთან დაკავშირებით სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა. სკოლაში პირველი ეტაპის ტესტირებას ორგანიზება „ეტალონის“ პედაგოგმა გაუწია.
აღსანიშნავია, რომ ახალ სასწავლო წელს პირველად „ეტალონი“ სკოლებს პირველი ეტაპის ტესტირების 2 მეთოდს სთავაზობს: ონლაინ ან ნაბეჭდი ტესტირების სახით. ტესტირების მეთოდს კი თავად სკოლა არჩევს.
შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2019-2020 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს.