სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრში მიწვეული ქართველი მასწავლებლები საქართველოში დაბრუნდნენ
20-09-2016
-
+


ფიზიკის 15 მასწავლებელი, რომელიც ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრში (CERN) კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით იმყოფებოდა, საქართველოში დაბრუნდა.

მასწავლებლებმა ერთი კვირის განმავლობაში დაათვალიერეს სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიები, ადგილზე ჩაატარეს სასკოლო ექსპერიმენტები, ასევე მოისმინეს ცერნში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ფიზიკოსების ლექციები თანამედროვე ფიზიკის საკითხებზე და მის როლზე მედიცინის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა დარგების განვითარებაში. გარდა ამისა, პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ საგანგებოდ მოწვეული სპეციალისტის მიერ წარმოდგენილ მეთოდოლოგიას გაცნობოდნენ ფიზიკის სწავლების საკითხებზე.

მასწავლებლები მიმდინარე წლის ზაფხულში კონკურსის წესით შეირჩნენ და მათი სტაჟირება სრულად დაფინანსდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

5 წლის განმავლობაში ცერნის ბირთვული კვლევების ევროპისცენტრში კვალიფიკაცია 100- ზე მეტმა მასწავლებელმა აიმაღლა. გარდა ფიზიკის მასწავლებლებისა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, სხვადასხვა საგნების პედაგოგებისთვის ყოველწლიურად ატარებს კონკურსს კვალიფიკაციის ამაღლების სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობისათვის.


 
  


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

2-კვირიანი ვადა უმაღლესებისთვის - ცვლილება მინისტრის ბრძანებაში

მთავარი აკრძალვა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - მინისტრის ბრძანება

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პროექტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

 

 

სკოლაში სიამაყით გვიზიარებენ ეკოკლუბ „ყვირილას“ უმნიშვნელოვანესს მიღწევას

​დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული, მოგონებებითა და სიყვარულით სავსე დღე იყო“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება