სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალსოფლის N1 საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით ვიქტორინა-კონკურსი ჩატარდა
17-05-2019
-
+


ყვარლის მუნიციპალიტეტის, ახალსოფლის N1 საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით ვიქტორინა-კონკურსი ჩატარდა. 

ვიქტორინა-კონკურსში მეექვსე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ინტელექტუალური ღონისძიების დევიზი იყო - „კითხულობ წიგნს - ეცნობი სამყაროს!“. 

საკონკურსო კითხვები წარმოდგენილი იყო ფრანგი მწერლის ჰექტორ მალოს წიგნიდან - „უსახლკარო“, რომელიც მოსწავლეებმა თავად აარჩიეს.

ნაწარმოები ყველამ წაიკითხა. ამის შემდეგ ღონისძიების ორგანიზატორმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ქეთევან კვარაცხელიამ შეადგინა საკონკურსო კითხვები, გუნდებად დაყოფილი კლასი შეეჯიბრა ერთმანეთს ნაწარმოების სრულყოფილად აღქმის გამოსავლენად.

 გამარჯვებული გუნდი, ჟიურისა და მაყურებლის სიმპათია, ყველაზე აქტიური მონაწილე და თითოეული გუნდის რჩეული მოსწავლე ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. 

„ღონისძიება შთამბეჭდავი იყო თავისი მიზნით - შეაყვაროს მოსწავლეს წიგნის კითხვა. შედეგიც მალევე გამოჩნდა, ღონისძიების მონაწილე მოსწავლეებმა  გამოთქვეს სურვილი, რომ მომავალი წლიდან თავადაც აქტიურად ჩაერთვებიან ანალოგიურ კონკურსში, რომელიც გაიმართება საბაზო საფეხურის მოსწავლეებს შორის“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

9 ოქტომბერი რეგისტრაციის ბოლო დღეა - დეტალურ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს 

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ბავშვები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშში შეეჯიბრნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს“

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება