სიახლეები
სამასწავლებლო

რამდენად მნიშვნელოვანია სასკოლო აქტივობები ბავშვებისთვის და რა ტრადიციულ ღონისძიებებს აღნიშნავენ სკოლები- Etaloni.ge სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა
29-03-2019
-
+


რა სახის ღონისძიებები ტარდება სკოლებში და რამდენად მნიშვნელოვანია სკოლის მოსწავლეებისთვის სასკოლო აქტივობებში მონაწილეობის მიღება - სკოლების წარმატებული მენეჯერები აზრს გვიზიარებენ

რამდენად ხშირად და რა სახის ღონისძიებები ტარდება სკოლებში, კონკრეტულად რომელი კლასის მოსწავლეები არიან დაინტერესებული სასკოლო აქტივობებით და რამდენად აქტიურად ერთვებიან ისინი საორგანიზაციო საკითხებში?! Etaloni.ge აღნიშნული საკითხით დაინტერესდა და სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა. 

გთავაზობთ მათ კომენტარებს:

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლალი ხაფთანი:

„ჩვენი სკოლა აქტიურად ატარებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს სეზონების შესაბამისად. მაგალითად, შემოდგომაზე საშემოდგომო ღონისძიებებით არის დატვირთული ჩვენი კალენდარი, ყოველ წელიწადს პირველ ივნისს დიდ ღონისძიებას ვატარებთ ბავშვთა დღესთან დაკავშირებით. ახლა უკვე 14 აპრილისთვის ვემზადებით, დედაენის დღეს აღვნიშნავთ. ბავშვებისთვის ასეთი აქტივობები ძალიან საინტერესოა. გარდა იმისა, რომ ასეთი ღონისძიებებით მრავალფეროვანი ხდება სასკოლო ცხოვრება, ბავშვი სხვადასხვა უნარების აღმოჩენას და განვითარებას ახერხებენ“.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან გარდაფხაძე:

„მეშვიდე კლასიდან- მეთერთმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ ჩვენს ღონისძიებებში. ისინი ჩართული არიან, როგორც მონაწილეობის თვალსაზრისით, ისე საორგანიზაციო საკითხების კუთხით. სხვადასხვა აქტივობებით ისინი ახერხებენ აღმოაჩინონ, რა შეუძლიათ. შემდეგ ამ უნარების განვითარება ხდება. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია სასკოლო ასაკში“.
 
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიძინიძეების საჯარო სკოლის დირექტორი მანანა გოგიტიძე:

„ძალიან აქტიური ბავშვები გვყავს. ჩვენს სკოლაში ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ თვეში ერთი ღონისძიება მაინც ჩატარდეს. მართალია ჩვენთან ბევრი ბავშვი არ არის და შეუძლებელია სხვადასხვა კლასმა ინდივიდუალური ღონისძიება. ამიტომ რამდენიმე კლასის გაერთიანების შედეგად ვღებულობთ ძალიან კარგ ღონისძიებებს. ხშირად გვაქვს ხოლმე ინტელექტუალური შეჯიბრებები, რაც ბავშვებს განსაკუთრებით მოსწონთ. ასევე ლიტერატურული საღამოები და თეორიული კონფერენციები, სადაც ბავშვები მოხსენებებს აკეთებენ. ეს აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. პირველ რიგში ისინი სწავლობენ ურთიერთობებს, საზოგადოების წინაშე წარდგენას და ძლევენ იმ კომპლექსებს, რაც შეიძლება სცენაზე გამოსვლისას ბავშვს ქონდეს. ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როდესაც ბავშვს წლების განმავლობაში ძალიან უჭირდა სცენაზე გასვლა, სიტყვაში გამოსვლა და საზოგადოების წინაშე წარდგენა. თუმცა, აი ამ აქტივობებმა მნიშვნელოვნად განაპირობა, რომ მან ეს კომპლექსები დაძლია“.
 
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლის დირექტორი დათო კუტივაძე:

„სასკოლო ღონისძიებებში, რომელიც ძალიან ხშირად ტარდება ჩვენთან უფრო მეტად მეხუთედან- მეათე კლასის ჩათვლით მოსწავლეები მონაწილეობენ. ძალიან მოსწონთ სასკოლო ცხოვრებაში მრავალფეროვნების შემომტანი აქტივობები. მოსწავლეთა თვითმმართველობების უფლებებიდან გამომდინარე, მოსწავლეები თავადაც ერთვებიან ამ საორგანიზაციო საკითხებში და პედაგოგებთან ერთად გეგმავენ საინტერესო ღონისძიებებს“.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლის დირექტორი თეა ჭკადუა:

„სხვადასხვა ხასიათის აქტივობები, ღონისძიებები და კონცერტები ბავშვებისთვის სხვადასხვა უნარების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი სკოლის პედაგოგები, ბავშვებთან ერთად ხშირად გეგმავენ კონკრეტული თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, იქნება ეს დედის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება თუ 9 აპრილი. ბავშვებს ძალიან აინტერესებთ და აქტიურად არიან ჩართული საორგანიზაციო საკითხებშიც“.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე მჭედლიშვილი:

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის აქტივობები. ამიტომ, სკოლა მაქსიმალურად ზრუნავს იმაზე, რომ ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა ღონისძიებებში. ინტელექტ- ჩემპიონატებსა თუ სპორტულ აქტივობებში. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია მათი გონებრივი და ფიზიკური განვითარებისთვის. ბავშვები იმაღლებენ მოქალაქეობრივ თვითშეგნებას და სწავლობენ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებას“.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდის საჯარო სკოლის დირექტორი ზაალ სხილაძე:

„სასკოლო აქტივობებში უფრო მეტად მე-8, მე-9, მე-10 კლასები არიან ჩართული. ასევე დაწყებითი კლასებიც. ვატარებთ ტრადიციულ ღონისძიებებს, რასაც ყველა სკოლა. ასევე სპორტულ ჩემპიონატებს. გვყავს სკოლაში მუსიკის პედაგოგი, რომელიც მოსწავლეებს ამ კუთხით ძალიან ეხმარება. ისინი ივითარებენ სხვადასხვა უნარებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელის საჯარო სკოლის დირექტორი მედეა რატიანი:

„ალბათ ყველასთვის კარგად არის ცნობილი ის ფაქტი, რომ მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესებზე მეტად სწორედ ის აქტივობები მოსწონთ, რასაც სკოლა მათთვის გეგმავს. ჩვენ ვაძლევთ ბავშვებს საშუალებას, თვითონ იყვნენ ჩართული საორგანიზაციო საკითხებში. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ღონისძიებები იმ თვალსაზრისით, რომ ბავშვები დამოუკიდებლად მუშაობის უნარს სწავლობენ, ახერხებენ თანატოლებთან ერთად გუნდური მუშაობის თავისებურებები გაითავისონ. ასეთ ღონისძიებებში მაინც უფრო მე-9 კლასამდე მოსწავლეები აქტიურობენ. უფროს კლასელები უფრო მეტად გამოცდებზე არიან ორიენტირებული და ვერ ახერხებენ აქტიურად იყვნენ ამ სახის სასკოლო აქტივობებში“.

მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის დირექტორი რომან ჯაიანი:

„სასკოლო გეგმაში და სადამრიგებლო პროგრამებში გათვალისწინებულია ეს ღონისძიებები. ვფიქრობ, სასკოლო აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი თაობისთვის. მათ უყვართ და აქტიურად არიან ჩართული. თავისუფლად აფიქისირებენ საკუთარ აზრს და  მონაწილეოებენ საორგანიზაციო საკითხებში. ხშირად გვაქვს გასვლითი ლექციები, ფილმების ჩვენება და შემდეგ მსჯელობა და განხილვა. სამოქალაქო განათლების მასწავლებელი აქტიურად არის ჩართული, ბავშვებთან ერთად გეგმავს პრეზენტაციებს აქტუალურ საკითხებზე, რაც ჩვენი მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესოა“.

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვისპირის საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა არაბული:

„მე ყოველთვის ვამბობ, რომ მარტო გაკვეთილი და ბავშვის დაფასთან გამოძახება, გაკვეთილის ჩაბარება, ძალიან მოსაწყენი და მოსაბეზრებელი ხდება ბავშვისთვის. ამიტომ, აუცილებელია სკოლამ დაგეგმოს მრავალფეროვანი აქტივობები ბავშვებისთვის, სადაც ისინი ჩაერთვებიან როგორც მონაწილეები და ასევე ამ ღონისძიებების ორგანიზებაში მიიღებენ მონაწილეობას. მე-11  და მე-12 კლასის მოსწავლეები უკვე ზარმაცობენ ხოლმე ამ აქტივობებში, ისინი მეტად არიან გადართული გამოცდებზე. ამდენად, საბაზო საფეხური უფრო აქტიურია და ელოდება სასკოლო ღონისძიებებს“.


კომენტარები


ეტალონი

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

„ეტალონის“ ინგლისური ენის ოლიმპიადა პირველად ტარდება

გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები

ოლიმპიადა izrune.ge-ს ტექნოლოგიური პლატფორმის გამოყენებით გაიმართა

სიახლეები

13-15 წლის გოგონებმა სკოლაში შესვენებაზე თანატოლი სცემეს - კონფლიქტი სოცქსელში დაიწყო და სკოლის საპირფარეშოში გადაინაცვლა

ბაღში ბავშვის მიყვანისას და გამოყვანისას პლასტიკური ბარათი უნდა დააფიქსიროთ - ელექტრონული სისტემა იანვრიდან ყველა სააღმზრდელო დაწესებულებას შეეხება

იმერეთში 14 წლის გოგომ ბავშვი გააჩინა - დაკავებულია ორი პირი

ქობულეთში საჯარო სკოლა გაძარცვეს - შსს-მ გამოძიება დაიწყო

აღმზრდელებისა და მასწავლებლებისთვის რეგისტრაცია გამოცხადდა - კურსი მოიცავს 60 საკონტაქტო საათს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

„მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს თბილი, მხარდამჭერი და შთამაგონებელი გარემო“
 
სკოლები

ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მარკ ტვენის დაბადების დღე აღნიშნეს

პტენის საჯარო სკოლაში მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა დიფუზიის პროცესი შესწავლეს

ყაურმის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მონაწილეობით ღონისძიება „ოქროსფერი შემოდგომა“ ჩატარდა

თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლეების შემეცნებითი ვიზიტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

მოსწავლეებმა გააცოცხლეს ზღაპრის სიუჟეტი, ინგლისურ ენაზე ისაუბრეს პერსონაჟებზე  და წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნა და უანრები

საინტერესო

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები

ოლიმპიადა izrune.ge-ს ტექნოლოგიური პლატფორმის გამოყენებით გაიმართა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადები გრძელდება

სიახლეები
საზოგადოება