სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე რეგისტრაცია სავარაუდოდ აპრილის დასაწყისში გამოცხადდება
27-03-2019
-
+


მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე რეგისტრაციის გამოცხადების ზუსტი თარიღი კვლავ უცნობია. 

როგორც etaloni.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, რეგისტრაციის კონკრეტული თარიღი უცნობია, თუმცა, გამოცდაზე გასვლის მსურველები ყურადღებით უნდა იყვნენ. მათივე ინფორმაციით, რეგისტრაცია მოსალოდენელია აპრილის დასაწყისში გამოცხადდეს.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე რეგისტრაციის ვადის გადაწევის შესახებ პირველად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განაცხადა, აღნიშნულის მიზეზად კი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დაგეგმილი სიახლეები დაასახელა.

„მასწავლებლების გამოცდისთვის რეგისტრაცია ცოტათი გადაიწევს. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი გეგმავს ცვლილებებს სქემაში. შესაბამისად, როგორც კი ცვლილებები გამოცხადდება, პარალელურად დავიწყებთ რეგისტრაციის პროცესს. ეს არ ნიშნავს, რომ გამოცდები არ იქნება. თუ ჩვენ გადავწყვეტთ, რომ მასწავლებელთა გამოცდები ისევ ზაფხულში ჩავატაროთ, მაშინ რეგისტრაციის ვადები ცოტა შემჭიდროვდება. ეს დამოკიდებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მოთხოვნაზე, ისინი დაგვიკვეთავენ გამოცდებს. მე როგორც ვიცი, გამოცდების ჩატარება ზაფხულში იგეგმება“,-განაცხადა გორგოძემ.

ასევე იხილეთ: რა სიახლეები ელით მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე - მასწავლებლის სახლი დეტალებზე


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

როგორ ფასდება მოსწავლის აკადემიური მიღწევები - ეროვნული სასწავლო გეგმის 10-ქულიანი სისტემა და შეფასების დონეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება