სიახლეები
ეტალონი

„ეტალონთან“ მრავალწლიანი, სანდო და მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს“ - ჭიათურა ტესტირების I ტურს აფასებს
22-03-2019
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტში 21 მარტს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ტური 17 აპრილს გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდება.

Etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

ჭიათურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნუგზარ მიროტაძე:

„მოსწავლეები ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით ელიან „ეტალონში“ მონაწილეობას. მაღალი იყო ინტერესი და ჩართულობა შესარჩევ ეტაპზე. იმედი მაქვს, რომ ბავშვებმა კარგად გაართვეს ტესტებს თავი და წარმატებით იასპარეზებენ მეორე ტურში. „ეტალონთან“ ერთად ლოგიკურად მოაზროვნე, თამამი და წარმატებული თაობა გვეზრდება. მხარს ვუჭერთ პროექტის იდეებს და მეტ წინსვლას ვუსურვებთ სკოლებს.“

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ხათუნა ცერცვაძე:

 

„ჩვენში „ეტალონი“ დიდი პოპულარობით სარგებლობს და მოსწავლეები მაღალი აქტივობით ერთვებიან ჩემპიონატში. შემეცნებითი, თამამი და მამოტივირებელი მიდგომებით მონაწილეები დიდ გამოცდილებას იღებენ და მომავალი წარმატებებისთვის ემზადებიან. ჩვენი მუნიციპალიტეტის სახელით სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ „ეტალონსა“ და მის საგანმანათლებლო ინოვაციებს.“

 

ჭიათურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ცირა ბრეგვაძე:

 

„საგნობრივ ცოდნასთან ერთად „ეტალონი“ მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების უნარს ავითარებს და ობიექტურ თვითშეფასებას უყალიბებს ახალგაზრდებს. მათ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება ეძლევათ და ჩემპიონატში რომა ყოველთვის უფასდებათ. მოსწავლეები მარალი აქტივობით მონაწილეობდნენ ტესტირებაში და ახლა წარმატებული მეორე ტურის მოლოდინი აქვთ.“

 

ჭიათურის N2 საჯარო სკოლის  „ეტალონის“ პედაგოგი ნათია სიკინჭალაშვილი:

 

„მაღალი იყო მოსწავლეთა ჩართულობა და აქტივობა პირველ ტურში. საინტერესო ტესტებით ბავშვებმა თავიანთი ცოდნა ობიექტურად შეაფასეს და საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები დაინახეს. ახლა საჭირო მიმართულებით გააძლიერებენ სწავლას და უკეთეს შედეგებს აჩვენებენ მეორე ეტაპზე. წარმატებებს ვუსურვებ „ეტალონსა“ და ჩვენს ახალგაზრდებს.“

 

ქვაციხის საჯარო სკოლის დირექტორი დავით ყიფშიძე:

 

„მიუხედავად იმისა, რომ მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ, მაღალი მოსწავლეთა ინტერესი და ჩართულობა „ეტალონში“. ბავშვები წლიდან წლამდე მოუთმენლად ელიან ჩემპიონატში საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას და წამახალისებელი მიდგომებით მოტივაციის ამაღლებას. წარმატებული პირველი ტურის შემდეგ მათ მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვეს და ახლა უკვე მეტი სითამამით გააგრძელებენ წინსვლას.“


ჭიათურის N5 საჯარო სკოლი„ეტალონის“ პედაგოგი თამარ წერეთელი:

 

„ეროვნულ ჩემპიონატში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და აქტივობით ერთვებიან. „ეტალონი“ მათ განათლებისა და წინსვლის სტიმულს აძლევს. ტესტირების პირველმა ეტაპმა მშვიდ და ობიექტურ გარემოში ჩაიარა, მოუთმენლად ველით შედეგებს და მეორე ტურში წარმატებით ასპარეზობას.“

 

ხრეითის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ლაშხი:

 

„ორგანიზებულად და გამჭვირვალედ წარიმართა ტესტირების პირველი ეტაპი. მაღალი იყო მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი. „ეტალონი“ ბავშვებს საკუთარი ცოდნის გამოვლენის საშუალებასა და წარმატების მიღწევის მოტივაციას აძლევს. დიდი ხანია, პროექტთან ახლო თანამშრომლობა გვაკავშირებს და ჩემპიონატის დიდი გულშემატკივრები ვართ.“

 

ხრეითის N1 საჯარო სკოლის  „ეტალონის“ პედაგოგი რამაზ ცერცვაძე:

 

„ჩვენ „ეტალონის“ დიდი გულშემატკივრები ვართ. მოსწავლეები ჩემპიონატთან ერთად იზრდებიან და მრავალმხრივ ვითარდებიან. კონკურენტუნარიან გარემოში ავლენენ ცოდნას და იძენენ მნიშვნელოვან გამოცდილებას, რომელიც ძალიან გამოადგებათ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. ტესტირების პირველმა ეტაპმა მაღალი აქტივობითა და შედეგებით ჩაიარა, მოუთმენლად ველით მეორე ტურს.“

 

კაცხის საჯარო სკოლის დირექტორი ნორა ბუცხრიკიძე:

 

„მიყვარს „ეტალონი“ და ალბათ, ეს სიყვარული ჩემს მოსწავლეებსაც გადაედოთ. მაღალი აქტივობით წარიმართა ტესტირების პირველი ეტაპი, რომელშიც ჩვენი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე წარმატებით მონაწილეობდა. ჩემპიონატთან ერთად ბავშვები მეტი შემეცნებით, სითამამითა და მოტივაციით მიუყვებიან წარმატების გზას და ლოგიკურად მოაზროვნე მოქალაქეებად ყალიბდებიან.“

 

კაცხის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ელზა ბრეგვაძე:

 

„ძალიან მომწონს, რომ „ეტალონის“ შესარჩევ ეტაპზე ყველას მსურველს შეუძლია მონაწილეობა. თამამი და მამულიშვილი მოსწავლეები, პირველ რიგში, საკუთარ თავს ცდიან, შესაძლებლობებს ობიექტურად აფასებენ და უნარებს საჭირო მიმართულებით ავითარებენ. ყოველთვის მაღალია ინტერესი და ჩართულობა „ეტალონის“ მიმართ და წარმატებებს ვუსურვებ მოსწავლეებს შემეცნების გზაზე.“

 

სვერის საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ ცუცქირიძე:

 

„ეტალონთან“ მრავალწლიანი, სანდო და მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს. პროექტი განათლებული მომავალი თაობის წარმოჩენა-წახალისებით საქვეყნო საქმეს ემსახურება და ჩვენც სიამაყით ვუერთდებით ეროვნულ ჩემპიონატს. ტესტირების პირველი ეტაპი მაღალი ჩართულობითა და მოტივაციით წარიმართა. მოუთმენლად ველით „ეტალონის“ სტუმრობას.“

 

სვერის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მარიამ ცუცქირიძე:

 

„ძალიან საინტერესო ტესტებითა და მამოტივირებელი მიდგომებით „ეტალონი“ დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩვენს მოსწავლეებში. ბავშვები მაღალი აქტივობით ერთვებიან ჩემპიონატში, აგროვებენ მნიშვნელოვან გამოცდილებას და სამომავლო წარმატებისთვის ემზადებიან. პირველმა ტურმა კარგად ჩაიარა და ახლა მეორე ეტაპის მოლოდინი გვაქვს.“

 

შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 


კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება