სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„ბაღისა და სკოლის პროგრამა კავშირში უნდა იყოს“-დირექტორები პრემიერის განცხადებას ეხმაურებიან
18-12-2018
-
+


პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, განათლების რეფორმის ფარგლებში, სკოლამდელ განათლებას წამყვანი როლი ექნება. მისივე განმარტებით, ბაღები განათლების სისტემის ნაწილი არ არის, რაც განათლების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მინუსია და ეს აუცილებლად გამოსწორდება.

პრემიერის ეს განცხადება Etaloni.ge-სთან სკოლის დირექტორებმა შეაფასეს,
რომლებმაც ახსნეს, თუ რა მხრივ ხედავენ ბაღებში რეფორმის გატარების საჭიროებას.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ლეღვას N2 საჯარო სკოლა, დირექტორი  მანანა მახარაძე:

პრემიერის განცხადებას ვეთანხმები. სკოლამდელი აღზრდა ძალიან მნიშვნელოვანია და სასკოლო განათლებასთან კავშირში აუცილებლად უნდა იყოს. კერძოდ, სასკოლო პროგრამა ბაღისას უნდა დაუკაშირდეს, რითიც ბავშვი სკოლისთვის ფსიქოლოგიურად მოემზადება. ახლა სკოლასთან შეგუება მოზარდთა ნაწილს უჭირს და ჩაკეტილები არიან, ამიტომ პროგრამამ ბავშვი სკოლას უნდა შეაჩვიოს. 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ჯავშანიანის საჯარო სკოლა, დირექტორი მაია ისიანი:

ბუნებრივია პრემიერს ვეთანხმები, რადგან განათლება სწორედ ბაღიდან იწყება. ის სკოლისთვის მოსამზადებელი ეტაპია. ამიტომ ბაღში სასკოლო პროგრამის ნაწილი უნდა ისწავლებოდეს, რათა მოსწავლე სკოლას ადვილად მოერგოს.  

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მარტყოფის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი ლია შოთაძე:

რა თქმა უნდა, ასეა. თუ ბაღისა და სკოლის პროგრამა ერთმანეთთან კავშირში არ იქნება,  შეიძლება ბავშვი სკოლისთვის მზად არ აღმოჩნდეს. ამისთვის სპეციალისტებმა უნდა იმუშაონ, რომ ბაღის მოსწავლე სკოლის პროგრამისთვის ფსიქოლოგიურად მაინც მოემზადოს. 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის უდაბნოს საჯარო სკოლა, მარიამ გელაშვილი:

აუცილებელია ბაღისა და სკოლის დაკავშირება, რადგან  სკოლაში მოსული ბავშვი ხშირად პრობლემებს აწყდება. არ შეიძლება მათი წყვეტილად განხილვა. ამიტომ ბაღისა და სკოლის პროგრამები ერთმანეთს უნდა დაუხლოვდეს, ბაღის კადრები კი გადამზადდნენ. 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  ურავის საჯარო სკოლა, დირექტორი ნანი კერესელიძე:

აუცილებელია სკოლისა და ბაღის სისტემა ერთმანეთს დაუკავშირდეს, რადგან სწავლების ხარისხი უფრო მაღალი იქნება. ბაღის ჯგუფში კი სპეციალიატი უნდა იყოს, რომელიც მოსწავლეებს სკოლისთვის მოამზადებს. 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჭახათის საჯარო სკოლა, დირექტორი დარეჯან მახარაძე:

პრემიერის განცხადებას ნამდვილად ვეთანხმები. სკოლამდელი აღზრდა სასკოლო განათლებასთან კავშირში აუცილებლად უნდა იყოს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია. სასურველია, სასკოლო პროგრამა ბაღისას დაუკაშირდეს, რომ ბავშვი სკოლისთვის უკეთ მოემზადოს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მეორადი ჩარიცხვები ჩაჭრილ აბიტურიენტებსაც შეეხებათ თუ არა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პოლოს ტიპის მაისური, როლინგი... - კიდევ რა შეგიძლიათ ჩააცვათ ბავშვს პიჯაკის ქვეშ და რა გამონაკლისები დაიშვება ფორმებზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„გვყავს 7 წარმატებული კურსდამთავრებული, რომელთა მიღწევაც ჩვენი სკოლისთვის დიდი სიამაყისა და სიხარულის საფუძველია“

„გისურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას ჩვენი სკოლისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება