| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

როგორ უნდა ეცვას მასწავლებელს? – მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მასწავლებლის ჩაცმულობასთან დაკავშირებით რაიმე სტანდარტი, მიიჩნევა, რომ პედაგოგებმა აუცილებლად უნდა აკონტროლონ საკუთარი გარდერობი, რადგან ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ ბავშვებთან და გარკვეულ გავლენას ახდენენ მათზე.
შეიძლება ითქვას, რომ ბავშვების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, ერთ-ერთი მთავარი პირობა სწორედ პედაგოგის ვიზუალური მხარეა.
საქართველოში მასწავლებლის ჩაცმულობას სკოლების შინაგანაწესი არეგულირებს, სადაც წერია, რომ მათ „შესაფერისად“ უნდა ეცვათ.
მოსაზრება, რომ მასწავლებელს აუცილებლად მკაცრად ანუ კლასიკურად უნდა ეცვას, მოძველებულია. თანამედროვე მიდგომებით, მასწავლებლების ჩაცმულობა უფრო თავისუფალია - მოსწავლეებს პედაგოგების ჩაცმულობით სიმკაცრის შთაბეჭდილება არ უნდა რჩებოდეთ.
მასწავლებლებმა, სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, უმჯობესია ჩაიცვათ კომფორტული ფეხსაცმელი და ტანსაცმელი, გაიკეთოთ მსუბუქი მაკიაჟი და ნაკლები სამკაული, და რაც მთავარია, არ უნდა გამოიყურებოდეთ ვულგარულად და გამომწვევად.
ასევე იხილეთ: როგორია მასწავლებელთა დრეს-კოდი სხავადასხვა ქვეყანაში და სად არის აკრძალული ჯინსები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი