სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა გადაწყვეტილება მიიღო დისციპლინარულმა კომიტეტმა მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის სავარაუდო ბულინგის ფაქტზე?! 
04-12-2018
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის ბულინგის ფაქტი არ დადასტურდა. აღნიშნულის შესახებ Etaloni.ge-ს სკოლის დირექტორმა, მურად ჯიშკარიანმა განუცხადა. 

ფაქტთან დაკავშირებით, განათლების, მეციერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქმის მოკვლევა დაიწყო. მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის ბულინგის შესაძლო ფაქტი დისციპლინარულმა კომიტეტმა შეისწავლა და როგორც ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა ჩვენთან საუბარისას განაცხადა, მშობლის ბრალდებები არ დადასტურდა. 

„საკითხთან დაკავშირებით იმსჯელა დისციპლინარულმა კომიტეტმა და მშობლის ბრალდებები არ დადასტურდა. მასწავლებელი ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს საქმიანობას. რაც შეეხება მოსწავლეს, მშობელმა ის სხვა სკოლაში გადაიყვანა“, - განაცხადა მურად ჯიშკარიანმა. 

Etaloni.ge შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მე-5 კლასელის მშობელმა მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის სავარაუდო დაცინვისა და ბულინგის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. როგორც მშობელი აღნიშნავდა, მასწავლებელმა თმის ვარცხნილობის გამო მისი შვილის სქესი ეჭვქვეშ დააყენა და მოსწავლეებს კითხვით მიმართა ბავშვი ბიჭი იყო თუ გოგო.  

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავენ

ფიროსმანის საჯარო სკოლაში ახალგაზრდა მეცნიერების საერთაშორისო დღეს გამოეხმაურნენ.
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება